მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ექსპერტების პროგნოზი: გერმანიის „გაზპრომზე“ დამოკიდებულება გაძლიერდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ნიდერლანდში გაზის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოსალოდნელია, რომ გერმანიის „გაზპრომზე“ დამოკიდებულება გაძლიერდეს, განუცხადეს Spiegel-ს ექსპერტებმა კლაუს ჰეკინგმა და ჰერალდ ტრაუფეტერმა.
მათი თქმით, ახლა საწვავზე ქვეყნის მოთხოვნილების 90%-ს იმპორტი ფარავს. გაზი გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ გაზსადენებით შედის − უპირატესად რუსეთიდან, ნორვეგიიდან და ნიდერლანდიდან.

„მაგრამ ნიდერლანდი უკვე რამდენიმე წელია, რაც სეისმური საფრთხეების გამო იძულებულია შეამციროს მოპოვებები თავის ყველაზე მნიშვნელოვან საბადოზე. გამორიცხული არ არის, რომ ახლო მომავალში სულაც შეწყვიტოს მოპოვებები. ეს გერმანიას კიდევ მეტად დამოკიდებულს გახდის „გაზპრომზე“, − განმარტეს ექსპერტებმა.

როგორც ჰეკინგმა და ტრაუფეტერმა აღნიშნეს, რუსულ კომპანიაზე გერმანული იმპორტის 55% მოდის.
მათი აზრით, ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება იქცეს აშშ-დან, კატარიდან ან ავსტრალიიდან თხევადი გაზის მიწოდებები, მაგრამ გერმანიას, გარდა იმისა, რომ მის მისაღებად საკუთარი პორტი არ აქვს, აქ ფასის საკითხიც იჩენს თავს.
გაზსადენი „იამალი-ევროპა“  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
რუსეთმა გერმანიას პოლონეთის გავლით გაზის მიწოდება შეუჩერა
ექსპერტების თქმით, თხევადი გაზი ძვირია, ამასთან მასზე მოთხოვნა ისეთი მსხვილი მყიდველებისგან, როგორებიც არიან იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, გერმანია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს ფასდაკლებას, თუ გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
ამასთან დაკავშირებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თხევადი გაზის მიმწოდებლები ასეთ კონტრაქტებზე არ წავლენ, ვინაიდან გერმანია ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლას გეგმავს.
წყარო: Spiegel
ყველა ახალი ამბავი
0