რუსეთმა გერმანიას პოლონეთის გავლით გაზის მიწოდება შეუჩერა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი „იამალი-ევროპა“
გაზსადენი „იამალი-ევროპა“  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. „გაზპრომის“ გადაწყვეტილებით შეჩერებულია გერმანიისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გაზსადენ „იამალ-ევროპის“ მეშვეობით, რომელიც ბელარუსსა და პოლონეთზე გადის, იუწყება მასმედია გაზსატრანსპორტო ოპერატორ Gascade-ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომმა“ მანამდე უარი თქვა, დაეჯავშნა სატრანზიტო სიმძლავრეები 21 დეკემბრისთვის.
კომპანიამ ტრანზიტის მოცულობის შემცირება გასულ პარასკევს, 17 დეკემბერს დაიწყო, როდესაც „გაზპრომმა“ მომდევნო დღისთვის მიწოდებები არ დაუკვეთა. დღის ვაჭრობაზე მას 26,8 მლნ კუბომეტრი ჰქონდა ნაყიდი, რაც 31,4 მლნ-ით ნაკლებია წინა დღეების მაჩვენებელზე. შაბათს გაზის მიწოდების მოცულობამ 5,2 მლნ კუბომეტრი შეადგინა, კვირას — 4,2 მლნ, ორშაბათს კი მხოლოდ 3,8 მლნ კუბომეტრი გაზი.
ამ დროისათვის გაზსადენზე უკვე დაწყებულია გაზის რევერსული გადაქაჩვა გერმანიიდან პოლონეთის მიმართულებით.
ტრანსნაციონალური გაზსადენი „იამალი-ევროპა“ გადის ოთხი ქვეყნის − რუსეთის, ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე. მილის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 32,9 მილიარდი კუბომეტრი გაზია.
ყველა ახალი ამბავი
0