დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 იანვარი

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს ყველას, ვისი სამუშაოც ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს, გაუჭირდება. მათ მოუწევთ მოქმედება ფორმულით – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. ლოგიკა მეორე პლანზე გადაიწევს, შრომისუნარიანობა – მესამეზე. გაღიზიანება, ჩაკირკიტება, კონფლიქტები, გონებაგაფანტულობა – ეს ყველაფერი ამ დღის დამახასიათებელია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 იანვარი>>
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ძვირადღირებული ნივთების შეძენა – საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედებაა. დღევანდელი დღის რეცეპტი ასეთია: დასვენება, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური აზრი და ემოცია, მოდუნება, პოზიტიური განწყობის ადამიანებთან ურთიერთობები.
ვერძი: აზრი, რომ ბედნიერება არა ფულში, არამედ მის რაოდენობაშია, მოსვენებას დაგიკარგავთ. შესაძლოა, მთელი დღე გამდიდრების გეგმები აწყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – გრანდიოზული გეგმები დააწყვეთ, მაგრამ განხორციელება ჯერ არ დაიწყოთ, რადგან დიდი ალბათობით, ისინი ფანტასტიკურ ოცნებებს ვიდრე ჰგავს, ვიდრე იმას, რასაც რეალობა გვკარნახობს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
კურო: საუკეთესო რეჟიმი, რომელიც დღეს მოგესადაგებათ, ეს „ცაიტნოტის“ რეჟიმია. თუ სახლში ან სამსახურში ასეთი მდგომარეობა შეიქმნა, გამოავლენთ თქვენს ყველა ფარულ თუ ხილულ ნიჭს და შესანიშნავად გაუმკლავდებით უზარმაზარ სამუშაოს. თუ ასეთი რამ არ მოხდა და არ მოგიწიათ შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობა, მაშინ დღე მშვიდად (ზედმეტადაც) ჩაივლის.
ტყუპი: დღეს არის რისკი, რომ რაღაც დაკარგოთ. ეს შეიძლება იყოს რამე კონკრეტული ნივთი, დოკუმენტი და ასევე უფრო სერიოზული რამ – მოგების ან რეპუტაციის დაკარგვა. უსიამოვნებები რომ აირიდოთ თავიდან, ექსპერტები გირჩევენ, უფრო გონებამოკრებილი და ყურადღებიანი იყოთ იმისდა მიუხედავად, რომ ამისთვის საერთოდ არ ხართ განწყობილი.
კირჩხიბი: ნებისმიერ სიურპრიზს დაელოდეთ – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებულად განვითარდება; ადამიანები, ვისაც შეხვდებით, საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყვიტოთ, სიტუაცია, რომელსაც შეეჯახებით – ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, არ იქნება ისეთი, როგორც თქვენ წარმოგედგინათ ან დაგეგმილი გქონდათ. თუმცა, სიურპრიზები სასიამოვნოც შეიძლება იყოს.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: დღეს შეიძლება გარშემომყოფების მხრიდან ზედაპირული და უზრუნველი დამოკიდებულების პრობლემებს გადააწყდეთ. ადამიანები ძალზე მსუბუქად ეკიდებიან სერიოზულ საკითხებს და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლით და ვერავის ვერაფერში დაარწმუნებთ. შეგიძლიათ გააკონტროლოთ მხოლოდ ის, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
ქალწული: დღო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს. მთელი დღე სადღაც დაგაგვიანდებათ, გექნებათ შეგრძნება, რომ გარბიხართ და ვერ ასწრებთ. საქმე შეიძლება ეხებოდეს პროექტის ჩაბარებას, პაემანზე დაგვიანებას, ან უბრალოდ სახლის დაგროვებულ საქმეებს. ყველაფერში მოგეჩვენებათ, რომ ცოტაც და მოასწრებთ. მაგრამ დიდი ალბათობით, ეს თავის მოტყუება იქნება...
სასწორი: გაითვალისწინეთ – დღეს კამათში ყველაფერი შეიძლება დაიბადოს, გარდა ჭეშმარიტებისა. შეგიძლიათ ისე დაძაბოთ ვითარება, რომ არა თუ ჭეშმარიტებას მიაგნოთ, არამედ უბრალო საქმეებისთვისაც კი არ დაგრჩეთ ძალა. გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას მოახდენენ. თუ სიტუაცია უკონტროლო გახდა, მის გამოსასოწრებლად უამრავი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2020
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი
მორიელი: ყურადღებით უნდა იყოთ – შესაძლოა, გარშემომყოფებმა ინიციატივა ჩამოგართვან, შემდგომ მოვლენების განვითარება კი თქვენზეა დამოკიდებული – თუ წყნარად დათმობთ, შეიძლება ინანოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ და არ დათმოთ მოპოვებული პოზიციები. შინაგანად მოემზადეთ, რომ თუ საჭირო გახდება, კონკურენტს მედგრად დახვდეთ.
მშვილდოსანი: შრომითი საგმირო საქმეებისთვის განწყობილი არ ხართ. შეიძლება იგრძნოთ ძალების დაკარგვა, სასწრაფო საქმეებიც კი შეიძლება უგულისყუროდ გააკეთოთ. თუ გაქვთ შესაძლებლობა, მოდუნდით, საქმეები სამომავლოდ გადადეთ. დღეს, დიდი ალბათობით, მაინც ვერ იმუშავებთ ხარისხიანად, დასვენება კი ნამდვილად არ გაწყენთ.
თხის რქა: ადვილი არ იქნება ნორმალური რიტმის აღება, მაგრამ თუ ამას მოახერხებთ, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის. საჭირო განწყობისთვის ექსპერტები გირჩევენ, დილით კონტრასტული შხაპი მიიღოთ და ენერგიულ მუსიკას მოუსმინოთ. ეს დაგეხმარებათ აპათიის გადალახვაში და საჭირო ენერგიული და პოზიტიური ტემპის აღებაში.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მერწყული: დღეს განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ ნებისმიერ საქმეს ბოლო მომენტამდე გააჭიანურებთ, ხოლო როდესაც მის რეალიზებას დაიწყებთ, ამისთვის უამრავი დრო და ძალა დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა დროს. დიდი ალბათობით საქმეების გადადებას გადაწყვეტთ და ეს ალბათ სწორი პოზიციაა. სხვა დროს ამას ბევრად უკეთესად გააკეთებთ.
თევზები: დღეს, სავარაუდოდ, საკუთარ თამაშს წამოიწყებთ და მასში სხვებს არ ჩარევთ. სიტუაციამ თქვენგან შეიძლება მოითხოვოს, რომ პირველ რიგში საკუთარი ინტერესები დაიცვათ, ხოლო სხვების ინტერესები მეორე პლანზე გადაწიოთ. რადგან ასეა, სჯობს, ეს დღე სარგებლის მიღებას დაუთმოთ. მთავარია, რომ დელიკატურად იმოქმედოთ და ინტრიგებისა და ჭორების დონეზე არ დახვიდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0