დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 იანვარი

© photo: Sputnik / Stringerდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ყველა ვერ შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას, ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანებსაც კი განწყობა ხშირად შეეცვლებათ, წვრილმან მოვლენაზეც კი ძლიერი ემოციური რეაქცია ექნებათ. აჯობებს, თუ ამ დღეს მოერიდებით სერიოზული პრობლემების განხილვას. საქმე, სავარაუდოდ, ბევრი გექნებათ. საღამოს ვარსკვლავები დასვენებას გირჩევენ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 იანვარი>>
ვერძი: კარგი დღეა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები სერიოზული უთანხმოებების გარეშე. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ. არის რისკი, რომ ფინანსურ ავანტიურაში ჩაერთოთ, ან ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2017
მხოლოდ ქალებისთვის: როგორია თქვენი მამაკაცი დაბადების თვის მიხედვით
კურო: დღე იღბლიანი დამთხვევებით დაიწყება. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს საქმის „მკვდარი“ წერტილიდან დაძვრას. გაჩნდება ახალი საინტერესო იდეები, მოსაზრებები. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარედ ჩაივლის. გაგიჭირდებათ პრიორიტეტების განაწილება. მოსალოდნელია საინტერესო წინადადების მიღება.
ტყუპი: დღის პირველ ნახევარში გაგახარებთ კარგი სიახლეები და საინტერესო წინადადებები. სწრაფად მიაღწევთ წარმატებებს რთულ საქმეებშიც კი. დღის მეორე ნახევარში დასვენების, გარემოს გამოცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. მათთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი.
კირჩხიბი: შესაფერისი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. სირთულეები არ გაშინებთ. ინტუიცია გამძაფრებული გაქვთ და ის სამუშაო საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ ახლობლებთან ურთიერთობებში. მოახერხებთ ყველასთვის მწვავე პრობლემების გადაჭრას.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2021
დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე
ლომი: შესანიშნავი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ სამუშაო საკითხები. არაა გამორიცხული, რომ ბოლო მოეღოს გაუგებრობებს, უთანხმოებებს. მიუხედავად ბევრი საქმისა, დასვენებისთვისაც დაგრჩებათ დრო. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი, თუ რამე უჩვეულოს მოიფიქრებთ.
ქალწული: ხელსაყრელი, ნაყოფიერი დღეა. ბევრი რამ იღბლიანად აეწყობა, გაგიმართლებთ საქმიანობაში. მშვენივრად გაუმკლავდებით საორგანიზაციო საკითხებს. დაეხმარებით რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, ასევე საინტერესო წინადადებების მიღება.
სასწორი: სავარაუდოდ, დღე განცდების გარეშე არ ჩაივლის. წვრილმანებიც კი ახლოს მიგაქვთ გულთან, მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩვეული საქმეები აკეთოთ, ახალთან გამკლავება გაგიჭირდებათ.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: დღის დასაწყისში, შესაძლოა, გაგიჭირდეთ აზრების მოკრება. მუდმივად გაგიფანტავთ ყურადღებას რაღაც წვრილმანები და ამის გამო, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რამ გამოგრჩეთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. იქნება ნაყოფიერი პერიოდი. საღამო რომანტიკული პაემნისთვის შესანიშნავი დროა.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. იდეების გადმოცემას ისე მოახერხებთ, რომ გულგრილი არავინ დარჩება, მათ შორის, გავლენიანი ადამიანები. ჩვეული საქმეები მოსაწყენად შეიძლება მოგეჩვენოთ. მაგრამ აჯობებს, თუ მათ სწრაფად გაუმკლავდებით და შემოქმედებით საქმიანობაზე გადახვალთ.
თხის რქა: კარგი დღეა რთული საკითხების გადასაწყვეტად, ჩახლართულ ვითარებებში გასარკვევად. ყურადღებიანი ხართ და შესაბამის დასკვნებს აკეთებთ. მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა არაფორმალურ გარემოში აჯობებს, ასე უფრო მარტივად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ადამიანებზე, მათ შორის გავლენიან პირებზე.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: განსაკუთრებით ადვილი იქნება თქვენთვის სხვის პრობლემებში გარკვევა, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილების დახმარება. საკუთარ საქმეებს შესაძლოა სწრაფად ვერ გაუმკლავდეთ, მაგრამ მოთმინებით აღიჭურვეთ. ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებითა და საინტერესო წინადადებებით გაგახარებენ.
თევზები: საკმაოდ მშფოთვარე დღეა. ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. დიდი სიამოვნებით დაისვენებდით, მაგრამ საქმეები დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ოჯახში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. ასევე შეგიძლიათ გადაჭრათ პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს ყველას აწუხებდა.
ყველა ახალი ამბავი
0