ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულებმა აკაკი (აკო) ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მათი საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს, შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე გამოიტანს.
რადგან დაკავებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას ითვალისწინებდა, მოსამართლემ ბრალდებულებს შესთავაზა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა.
მომდევნო პროცესი 18 იანვარს ჩაინიშნა.
ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა გასულ სხდომაზე აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე კი წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც კავილაძემ განმარტა, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ „მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა".
„არ მყოლია თანამზრახველი“: აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა>>
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო: „რუსთავი2"
ყველა ახალი ამბავი
0