მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა კავშირშია ბიტკოინის ფასის ვარდნასთან ყაზახეთში განვითარებული მოვლენები?

© AFP 2024 / OZAN KOSEბიტკოინი
ბიტკოინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
გამოწერა
ყაზახეთს ბიტკოინის მაინინგის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ხუთშაბათს, დღისით ბიტკოინის ღირებულება 8,3%-ით დაეცა, მაჩვენებელი 43 ათას დოლარზე დაბლაა, ამაზე გასული კვირის ვაჭრობის მონაცემები მეტყველებს.
ექსპერტები ფასის ვარდნის მთავარ მიზეზად ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. კერძოდ, ქვეყანაში ინტერნეტის გათიშვამ გამოიწვია კრიპტოვალუტის პოზიციების ვარდნა და სერიოზული დანაკარგი.
კემბრიჯის უნივერსიტეტის შეფასებით, ყაზახეთს ბიტკოინის მაინინგის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია, მისი წილი 18,1%-ია. პირველ ადგილზეა აშშ - 35,4, მესამეზე კი რუსეთი -11,2%.
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
გასულ წელს ჩინეთმა სრული აკრძალვა დააწესა კრიპტოვალუტის მოპოვებასა და მის გამოყენებაზე. შედეგად, მაინინგური აპარატურა და კომპიუტერები სხვა ქვეყნებში გაიტანეს და მათი მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
პროტესტი ყაზახეთში
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა. შემდეგ კი პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, არიან გარდაცვლილები. ქალაქს დიდი ზარალი მიადგა, გაქურდულია მაღაზიები, ოფისები, ბანკომატები.
რამდენი ძალოვანი დაიღუპა ყაზახეთში არეულობის დროს: ოიციალური ცნობები>>>
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0