https://sputnik-georgia.com/20211228/qartuli-kompaniebis-fasiani-qagaldebi-londonis-birjaze-263195281.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
რამდენით შემცირდა ქართული ობლიგაციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟზე
2021-12-28T09:41+0400
2021-12-28T09:41+0400
2021-12-28T15:40+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575385_0:78:3103:1823_1920x0_80_0_0_461c4c51f815671834dd9b1fd712a37d.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით შემცირდა და 99,62 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,84%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,03%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,09% მოგებით 106,04 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,66 პუნქტის ფასით, 4,83% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,047%-ით გაიზარდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,04%-ით გაიზარდა 100,48 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,92%-ს. აქციებით ვაჭრობაფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,26%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,38 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 127 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,98–15,96 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,44%-ით და ერთ აქციაზე 6,35 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 242 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,26–6,42 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,37%-ით გაიზარდა 16,14 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 75 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,32–16,3 ფუნტის დიაპაზონში.
https://sputnik-georgia.com/20210714/saqartveloshi-ipotekit-uzrunvelkopili-obligaciebs-gamoushveben-252313063.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575385_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_18e59ac3721325b167638b4b1fa4d9b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა საფონდო ბირჟა ობლიგაციები ფასიანი ქაგალდები
ეკონომიკა საფონდო ბირჟა ობლიგაციები ფასიანი ქაგალდები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
09:41 28.12.2021 (განახლებულია: 15:40 28.12.2021) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით შემცირდა და 99,62 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,84%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია
Galt&Taggart-ის ანგარიშში. კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,03%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,09% მოგებით 106,04 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,66 პუნქტის ფასით, 4,83% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,047%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,04%-ით გაიზარდა 100,48 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,92%-ს.
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,26%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,38 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 127 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,98–15,96 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 1,44%-ით და ერთ აქციაზე 6,35 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 242 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,26–6,42 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 0,37%-ით გაიზარდა 16,14 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 75 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,32–16,3 ფუნტის დიაპაზონში.