რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
ამ დროისთვის ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა.
ფრენა კომპანია FlyArystan-მა შეასრულა. ქვეყანაში დააბრუნეს იმ მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც მანამდე დახმარების თხოვნით საქართველოს საელჩოს მიმართეს. ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ბოლო რამდენიმე დღეში პირველად შესრულებულ რეისს საქართველოს სამი მოქალაქე ჩამოჰყვა.
მგზავრების განცხადებით, ნურ-სულთანში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა ქვეყანაში დაკეტილია მაღაზიები და გათიშულია ინტერნეტკავშირი.
დღესვე შესრულდა საპირისპირო რეისიც, რომლითაც ქუთაისის აეროპორტიდან 180-მდე მგზავრი ნურ-სულთანის მიმართულებით გაემგზავრა. ეს ის მგზავრები არიან, რომლებიც ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო 5 იანვრის შემდეგ ვეღარ გაფრინდნენ. აღნიშნული რეისით ყაზახეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გაფრენილა.
ხვალ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ორი რეისია დანიშნული. ორივე თვითმფრინავი თბილისში დაეშვება.
საგარეო უწყების ცნობით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ვითარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთში არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში.
ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
ვითარებ ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთი ზარალს ითვლის: ანგარიში ასობით მილიონ დოლარზეა
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა.
ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0