https://sputnik-georgia.com/20220108/yazaxetsiareulobas22-wlis-levan-kogeasvili-emsxverpla-263461992.html
ყაზახეთში არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა
ყაზახეთში არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
ლევან კოგეაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქად დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანიც.
2022-01-08T14:42+0400
2022-01-08T14:42+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
ისრაელი
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263433593_0:258:2500:1665_1920x0_80_0_0_20035c63b9948415065fac6cbe90e44e.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ყაზახეთში არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა, იუწყება Times of Israel-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხორობდა. მის ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ.ოჯახის წევრების განცხადებით, კოგეაშვილი საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა. ის პარასკევს ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაში იმ დროს დაჭრეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა.ლევან კოგეაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქად დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანიც.მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.წყარო: Times of Israel
ისრაელი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263433593_376:229:2291:1665_1920x0_80_0_0_5f1203dfb74703e171505dfdb95d184e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი არეულობა მკვლელობა
ყაზახეთი არეულობა მკვლელობა
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ყაზახეთში არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა, იუწყება Times of Israel-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხორობდა. მის ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, კოგეაშვილი საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა. ის პარასკევს ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაში იმ დროს დაჭრეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა.
ლევან კოგეაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქად დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანიც.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.