https://sputnik-georgia.com/20220107/sagareo-uwyeba-yazaxetidan-tanamemamuleebis-dabrunebaze-mushaobs-263447546.html
საგარეო უწყება ყაზახეთიდან თანამემამულეების დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს
საგარეო უწყება ყაზახეთიდან თანამემამულეების დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 07.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-07T18:00+0400
2022-01-07T18:00+0400
2023-08-17T19:24+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დსთ
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263434371_0:108:3072:1836_1920x0_80_0_0_ea730da22233409cc83958edc06216e8.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.საგარეო უწყების ცნობით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა იმ თანამემამულესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას.საელჩოში ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.უწყების ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა.4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. იყო სროლებიც, არიან დაღუპულები. 5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დახმარება სთხოვა „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
https://sputnik-georgia.com/20220107/tokaevi-banditebi-unda-ganadgurdnen-yazaxeti-263445138.html
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263434371_335:0:3066:2048_1920x0_80_0_0_ec67abf612111d5c2cb800a3dab0c671.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დსთ , ყაზახეთი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დსთ , ყაზახეთი
საგარეო უწყება ყაზახეთიდან თანამემამულეების დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს
18:00 07.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) ამ დროისათვის ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.
საგარეო უწყების ცნობით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა იმ თანამემამულესთან, ვისთანაც ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა კომუნიკაცია და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას.
საელჩოში ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
უწყების ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებას ვერ მოახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები მოხდა, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. იყო სროლებიც, არიან დაღუპულები.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დახმარება სთხოვა „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.