https://sputnik-georgia.com/20220107/leiboristebma-seizleba-parlamentis-boikoti-sewyviton-263446657.html
„მხოლოდ ასაწიოკებლად": შეწყვეტენ თუ არა პარლამენტის ბოიკოტს ლეიბორისტები
„მხოლოდ ასაწიოკებლად": შეწყვეტენ თუ არა პარლამენტის ბოიკოტს ლეიბორისტები
Sputnik საქართველო
თუ პარლამენტში დაბრუნების საკითხს გადაწყვეტენ, იქ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს კომფორტის დასარღვევად შევლენ, აცხადებენ პარტიაში
2022-01-07T17:02+0400
2022-01-07T17:02+0400
2022-01-07T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249835658_0:61:1000:624_1920x0_80_0_0_30a99ffe70b01b980891a25e814827c4.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში დაბრუნებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.პარლამენტს ბოიკოტს ოპოზიციის დიდი ნაწილი უცხადებს. ოპოზიციამ მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა.ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა, პარლამენტში რომ არ შევიდა, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ არ ნანობს. მან აღნიშნა, რომ არც ახლა აქვს სურვილი, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების საქციელი, რომლებიც არ ტოვებენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, აიძულებს ლეიბორისტებს, დაფიქრდნენ საპარლამენტო ტრიბუნაზე.მისი თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია არ ტოვებს პარლამენტს. ახალ არჩევნებზე არავინ ლაპარაკობს და ეს არავის უნდა. ლეიბორისტები კი ტრიბუნას კარგავენ, საიდანაც ხალხის სახელით შეიძლება ლაპარაკი.დაიკავებს თუ არა შალვა ნათელაშვილი დეპუტატის სავარძელს, თვის ბოლოს გახდება ცნობილი, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ. პარტია თავისი ელექტორატის გამოკითხვის ჩატარებას აპირებს, მათ შორის, Facebook-ის ქსელში, რათა გამოარკვიოს პარტიის მომხრეების განწყობა.ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ პარლამენტს მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა>>„ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და, ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა გუგავამ.მისი თქმით, პარტიის ლიდერი ამ ნაბიჯისგან თავს იკავებს, მაგრამ პარტიაში არის სხვა მოსაზრებაც ამასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად განიხილება.დაგვიანებულად მიიჩნევს ლეიბორისტების გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ბოიკოტს დღემდე განაგრძობს.ლეიბორისტებს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიმართა, მისთვის მანდატი ჯერ არ ჩამოურთმევიათ.
https://sputnik-georgia.com/20211220/kobaxidze-opozicias-boikotis-shewyvetisken-mouwodebs-262999157.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249835658_44:0:956:684_1920x0_80_0_0_98226425e81dfd1b64855eb8ebe817c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლეიბორისტული პარტია პარლამენტი ნათელაშვილი პაპუაშვილი
ლეიბორისტული პარტია პარლამენტი ნათელაშვილი პაპუაშვილი
„მხოლოდ ასაწიოკებლად": შეწყვეტენ თუ არა პარლამენტის ბოიკოტს ლეიბორისტები
17:02 07.01.2022 (განახლებულია: 22:30 07.01.2022) პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თუ დაბრუნდება პარლამენტში, მხოლოდ იმისთვის, რომ „მათი კომფორტი დაარღვიოს“.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში დაბრუნებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
პარლამენტს ბოიკოტს ოპოზიციის დიდი ნაწილი უცხადებს. ოპოზიციამ მმართველი პარტია არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა.
„პარტიაში მიდის მსჯელობა – ხომ არ შევიდეთ და იქ კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა, პარლამენტში რომ არ შევიდა, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ არ ნანობს. მან აღნიშნა, რომ არც ახლა აქვს სურვილი, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიების საქციელი, რომლებიც არ ტოვებენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, აიძულებს ლეიბორისტებს, დაფიქრდნენ საპარლამენტო ტრიბუნაზე.
მისი
თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია არ ტოვებს პარლამენტს. ახალ არჩევნებზე არავინ ლაპარაკობს და ეს არავის უნდა. ლეიბორისტები კი ტრიბუნას კარგავენ, საიდანაც ხალხის სახელით შეიძლება ლაპარაკი.
დაიკავებს თუ არა შალვა ნათელაშვილი დეპუტატის სავარძელს, თვის ბოლოს გახდება ცნობილი, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ. პარტია თავისი ელექტორატის გამოკითხვის ჩატარებას აპირებს, მათ შორის, Facebook-ის ქსელში, რათა გამოარკვიოს პარტიის მომხრეების განწყობა.
„ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და, ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა გუგავამ.
მისი თქმით, პარტიის ლიდერი ამ ნაბიჯისგან თავს იკავებს, მაგრამ პარტიაში არის სხვა მოსაზრებაც ამასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად განიხილება.
დაგვიანებულად მიიჩნევს ლეიბორისტების გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„ჩემი შეფასებით, ალბათ ცოტა დაგვიანებულია... ერთი წელი არცერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი... საერთო ჯამში ბოიკოტი თუ საბოტაჟი მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა, ლეიბორისტული პარტია კი ბოიკოტს დღემდე განაგრძობს.
ლეიბორისტებს ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი მანდატი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ პარლამენტს ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიმართა, მისთვის მანდატი ჯერ არ ჩამოურთმევიათ.