https://sputnik-georgia.com/20211206/boikotis-rejimsi-myofma-opoziciam-parlaments-milion-larze-meti-dauzoga-262637218.html
ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ პარლამენტს მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა
ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ პარლამენტს მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის რვა თვეში ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი არ აუღიათ. 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T20:15+0400
2021-12-06T20:15+0400
2021-12-06T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_ede4cd68f0d06a2ab06912b621a08c83.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1.067.520 ლარი და 60 თეთრი დაუზოგა. ეს ინფორმაცია ქართველმა უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა.გასული წლის ოქტომბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რითაც პროტესტი გამოხატეს არჩევნების შედეგების გამო. მათი აზრით, არჩევნები გაყალბდა.კაკაბაძის ორგანიზაციამ მონაცემები საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვა. საუბარია 2021 წლის თებერვალი–სექტემბრის პერიოდზე.დეპუტატების ანაზღაურება პარლამენტის რეგლამენტში მკაფიოდ არის გაწერილი.დეპუტატის ხელფასი 4,6 ათასი ლარია. კომიტეტების თავმჯდომარეები და უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები 5,5 ათას ლარს იღებენ, პარლამენტის თავმჯდომარე კი - 6,7 ათას ლარს.არასაპატიო მიზეზით ორი სხდომის გაცდენის გამო დეპუტატი ხელფასის 10%-ით ჯარიმდება.თუ დეპუტატი პარლამენტის მუშაობაში ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას, მას ამ თვის ხელფასი დაექვითება.
https://sputnik-georgia.com/20210712/nacmoZraoba-parlamentis-muSaobis-boikots-uwyebs-252298552.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0e6772ecd0382141ee436ba9d3c049e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ პარლამენტს მილიონ ლარზე მეტი დაუზოგა
20:15 06.12.2021 (განახლებულია: 23:21 06.12.2021) მიმდინარე წლის რვა თვეში ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი არ აუღიათ.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1.067.520 ლარი და 60 თეთრი დაუზოგა. ეს ინფორმაცია ქართველმა უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა.
გასული წლის ოქტომბრიდან ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რითაც პროტესტი გამოხატეს არჩევნების შედეგების გამო. მათი აზრით, არჩევნები გაყალბდა.
„აღმოჩნდა, რომ ნაცების ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1.067.520 ლარი და 60 თეთრი. ეს არის ერთადერთი ხეირი, რაც ბიუჯეტმა ნახა უხეირო ნაცების პარლამენტარობით“, – დაწერა კაკაბაძემ Facebook-ზე.
კაკაბაძის ორგანიზაციამ მონაცემები საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვა. საუბარია 2021 წლის თებერვალი–სექტემბრის პერიოდზე.
დეპუტატების ანაზღაურება პარლამენტის რეგლამენტში მკაფიოდ არის გაწერილი.
დეპუტატის ხელფასი 4,6 ათასი ლარია. კომიტეტების თავმჯდომარეები და უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები 5,5 ათას ლარს იღებენ, პარლამენტის თავმჯდომარე კი - 6,7 ათას ლარს.
არასაპატიო მიზეზით ორი სხდომის გაცდენის გამო დეპუტატი ხელფასის 10%-ით ჯარიმდება.
თუ დეპუტატი პარლამენტის მუშაობაში ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას, მას ამ თვის ხელფასი დაექვითება.