„ნაბახუსევი ბრძოლის შემდეგ“: ზატულინის კომენტარი ყაზახეთის მოვლენებზე

© photo: Sputnik / Alexander Natruskin / გადასვლა მედიაბანკშიკონსტანტინ ზატულინი
კონსტანტინ ზატულინი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
რა გახდა ყაზახეთში მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი, როგორია სამშვიდობოების როლი და რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან? – Sputnik-ის კითხვებს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა უპასუხა.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი მანგისტაუს რეგიონის ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მოსახლეობამ თხევადი გაზის ფასების ორჯერ გაზრდა გააპროტესტა. შემდეგ კი პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ალმათიში, რესპუბლიკის ძველ დედაქალაქში 4 და 5 იანვარს შეტაკებები მოხდა უშიშროების ძალებთან, პოლიციამ გამოიყენა გაზი და შუქბგერითი ყუმბარები. მთელ ყაზახეთში ინტერნეტი გამოირთო, რამდენიმე ტელეარხის მაუწყებლობა დროებით შეჩერდა. ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოსაც ჩაუდგა სათავეში, თანამდებობიდან გადააყენა რა სახელმწიფოს პირველი მეთაური ნურსულთან ნაზარბაევი. 6 იანვრის ღამეს ტოკაევმა უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა გამართა, სადაც ყაზახეთში შექმნილი ვითარება „სახელმწიფოს მთლიანობისთვის ძირის გამოთხრად“ შეაფასა და განაცხადა, რომ „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.
ვითარება ალმათიში - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
მსოფლიო დღეს
ალმათიში დაღუპულ ორ ძალოვანს თავი აქვს მოკვეთილი: ვრცელდება შეტაკებების კადრები
კოლექტიური უშიშროების საბჭომ იმავე ღამეს მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ძალები შეზღუდული დროით დარჩებიან ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით.
„დღევანდელ ვითარებას, ОДКБ-ს სამშვიდობოების შეყვანის გადაწყვეტილების შემდეგ, მე დავარქმევდი ბრძოლის შემდეგ ნაბახუსევს. თავად გადაწყვეტილება დემონსტრაციული ხასიათისაა. ჩვენ ხომ არ გვგონია, რომ 3.600-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი მრავალმილიონიანი ყაზახეთის გაკონტროლებას შეძლებს“, — ამბობს კონსტანტინ ზატულინი.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი იყო, რათა „გაამყაროს ის წარმატებები, რომლებსაც მან მიაღწია ყაზახეთში ორხელისუფლებიანობის დასრულებისა და სრული ძალაუფლების დამყარებისთვის ბრძოლაში. სწორედ ტოკაევს სჭირდება ახლა გარედან დახმარება, რათა არავის მისცეს უფლება, ქვეყანაში სიტუაცია უკუმიმართულებით არიონ“.

„არ მგონია, რომ დასავლეთი იყო ჩართული საპროტესტო აქციების დაწყებაში“

კონსტანტინ ზატულინს მიაჩნია, რომ ბოლო რამდენიმე დღის მოვლენები შემთხვევითი არ ყოფილა. და ეს, პოლიტიკოსის თქმით, რუსეთისთვის არახელსაყრელ მომენტში მოხდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისთვის ემზადება, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესადაა დაძაბული უკრაინის გამო.
სამხედრო ტექნიკა ალმათიში - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
მსოფლიო დღეს
სროლა ალმათიში: ქალაქი სამხედროებმა დაიკავეს – ვიდეო
„ახლა ძალიან ადვილია გადაიხარო ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე დასავლური სცენარია, რომელსაც ჩვენი ყურადღება გადააქვს და ასუსტებს ჩვენს პოზიციებს დასავლეთთან დიალოგში“, – ამბობს სახელმწიფო დუმის დეპუტატი. – „ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში დასავლეთის ხელს ეძებენ — ისინი სარკისებურად ჰგვანან დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც ყველაფერში მოსკოვის ხელს ეძებენ“.
„მიმაჩნია, რომ დასავლეთი – როგორც კოლექტიური დასავლეთი, როგორც მსოფლიო სუბსტანცია — რა თქმა უნდა, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მიმდინარე მოვლენაშია ჩართული. მაგრამ ყაზახეთში მომხდარის ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან თითის გატკაცუნებით ორგანიზებულად მიჩნევა — ეს იმას ნიშნავს, რომ არაკომპეტენტური ანალიტიკოსი ხარ. არ მგონია, რომ დასავლეთი ჩართული იყოს ამ გამოსვლების დაწყებაში“, — ამბობს ზატულინი.

მოჭერილი და მოშვებული ხრახნების შესახებ

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, შიდაყაზახური ხასიათისაა და ამის მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ხარვეზებია. ცხოვრების დაბალი დონე, უკმაყოფილების სხვა მიზეზები. შიდა პოლიტიკურ სფეროში მოჭერილი ხრახნები, ინტერნეტში და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კი — მოშვებული. ნაციონალ-რადიკალების გააქტიურებას ზერელედ უყურებდნენ“.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ „ჰომერული ვადები მისცა ყველას, ვინც ყაზახეთის პოლიტიკის ნაკლოვანებებზე თუნდაც ხმას ამოიღებს პრორუსული პოზიციიდან და, ამავდროულად, სრულიად პატერნალისტური დამოკიდებულება ჰქონდათ ნაციონალ-რადიკალების მიმართ, რომლებმაც ააგორეს თემა „ყაზახეთი მხოლოდ ყაზახებისთვის“.
ვითარება ალმათიში - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
მსოფლიო დღეს
ალმათიში ათობით ადამიანია ლიკვიდირებული: ვიდეო სპეცოპერაციიდან
ამის ანარეკლი, პოლიტიკოსის თქმით, იყო „გარკვეული დრიფტი“ — ყაზახური ენის გადაყვანა კირილიციდან ლათინურ ანბანზე, ენის კანონში ცვლილება, ერთიანი სახელმწიფო ენის იდეის პოპულარიზაცია (ყაზახეთის კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რუსული ენა, ყაზახურის თანაბრად, ოფიციალურად გამოიყენება სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში - რედ.).

სამშვიდობოების როლი და სანქციების ალბათობა

კონსტანტინ ზატულინი დარწმუნებულია, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ იქნება, სამშვიდობოები არ ჩაერთვებიან ბოევიკების განადგურებაში: „ისინი უბრალოდ დემონსტრაციულად იქნებიან იქ, როდესაც საკუთარ ძალებში რწმენააღდგენილი ყაზახი სამართალდამცველები ვითარებას გაუმკლავდებიან“.
არაერთმა დასავლელმა ანალიტიკოსმა უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ОДКБ-ს ძალების შეყვანა შესაძლოა ანტირუსული სანქციების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. ზატულინი დარწმუნებულია, რომ ახლა დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების ფორმალური საფუძველი არ არსებობს.
„განა დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ საფუძველი მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების შეყვანის გამო სანქციების დაწესებისთვის? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, დასავლეთი შეიძლება საჯაროდ არ მიესალმა, მაგრამ მხარი კი დაუჭირა ამ იდეას.
რაც შეეხება ყაზახეთს, არა მგონია, რაიმე მხარდაჭერაზე იყოს საუბარი. პროპაგანდის კუთხით, რა თქმა უნდა, ისინი ამას გაათამაშებენ, მაგრამ ფორმალურად სანქციების საფუძველი არ არსებობს. ОДКБ-ს სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყნის ხელისუფლებამ ОДКБ-ს წესდების შესაბამისად მიმართა და ორგანიზაციამაც შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. სადაა აქ სანქციებისთვის საბაბი?
სხვა საქმეა, რომ დასავლეთში საკუთარი სარგებლის ძებნას დაიწყებენ, თავიანთი გავლენის აგენტებს გარკვეული სახით განაწყობენ. ეჭვგარეშეა: დასავლეთი ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს“, — ასკვნის დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0