https://sputnik-georgia.com/20220106/almatisi-atobit-adamiania-likvidirebuli-263413061.html
ალმათიში ათობით ადამიანია ლიკვიდირებული: ვიდეო სპეცოპერაციიდან
ალმათიში ათობით ადამიანია ლიკვიდირებული: ვიდეო სპეცოპერაციიდან
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს
2022-01-06T10:53+0400
2022-01-06T10:53+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263404611_0:0:3105:1748_1920x0_80_0_0_8f4325335dec54cb82d794e41fa8b74a.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ალმათიში ძალოვნებმა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამმართველოში შეჭრის რამდენიმე მცდელობა დააფიქსირეს, მოკლულია ათობით ადამიანი, იუწყება სააგენტო РИА Новости ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ სალთანათ ავირბექზე დაყრდნობით.მისი თქმით, ამ დროისათვის უწყების კუთვნილ სამ შენობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოც.საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.წყარო: РИА Новости
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263404611_73:0:2802:2047_1920x0_80_0_0_2ad68a64d4d96df4c18be52a69f14b3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი ალმათი სპეცოპერაცია საპროტესტო აქცია სროლა კონტრტერორისტული
ყაზახეთი ალმათი სპეცოპერაცია საპროტესტო აქცია სროლა კონტრტერორისტული
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ალმათიში ძალოვნებმა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობებსა და სამმართველოში შეჭრის რამდენიმე მცდელობა დააფიქსირეს, მოკლულია ათობით ადამიანი, იუწყება სააგენტო РИА Новости ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ სალთანათ ავირბექზე დაყრდნობით.
„გასულ ღამეს ალმათის პოლიციის დეპარტამენტის შენობასა და პოლიციის რაიონულ განყოფილებებში შეჭრის მცდელობები იყო. ლიკვიდირებულია ათობით თავდამსხმელი. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება“, — განაცხადა ავირბექმა.
მისი თქმით, ამ დროისათვის უწყების კუთვნილ სამ შენობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.
კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოც.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.