https://sputnik-georgia.com/20220106/yazaxesti-atasze-meti-kaci-dasavda-263431992.html
ყაზახეთში დაშავებულთა რაოდენობამ ათას კაცს გადააჭარბა
ყაზახეთში დაშავებულთა რაოდენობამ ათას კაცს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში მასობრივი არეულობისას ათას კაცზე მეტი დაშავდა, იუწყება „Sputnik ყაზახეთი“. 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T15:32+0400
2022-01-06T15:32+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263409584_0:0:1248:702_1920x0_80_0_0_3e798ceec0128c59b5f0ec1f894773ba.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში მასობრივი არეულობისას ათას კაცზე მეტი დაშავდა, იუწყება „Sputnik ყაზახეთი“.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან დაახლოებით 400 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მათგან 62 რეანიმაციაში იმყოფება.საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
https://sputnik-georgia.com/20220106/almatisi-atobit-adamiania-likvidirebuli-263413061.html
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263409584_113:0:1049:702_1920x0_80_0_0_c7bd7091190ae0211c5fb215fb2fcc82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
პოლიტიკა, დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
ყაზახეთში დაშავებულთა რაოდენობამ ათას კაცს გადააჭარბა
15:32 06.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში მასობრივი არეულობისას ათას კაცზე მეტი დაშავდა, იუწყება „Sputnik ყაზახეთი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან დაახლოებით 400 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მათგან 62 რეანიმაციაში იმყოფება.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.