https://sputnik-georgia.com/20220106/somexi-samxedroebi-yazaxetsi-gaemgzavrebian-263432807.html
სომეხი სამხედროები ყაზახეთში გაემგზავრებიან
სომეხი სამხედროები ყაზახეთში გაემგზავრებიან
Sputnik საქართველო
სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები ОДКБ-ს სამშვიდობო მისიას შეუერთდებიან
2022-01-06T23:25+0400
2022-01-06T23:25+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249604457_0:318:3076:2048_1920x0_80_0_0_aec42f1b5368734ec638c25a2f28900c.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სომხეთი სამხედრო მოსამსახურეებს ყაზახეთში გზავნის – რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფს ყაზახეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის ნებართვა მისცა, ნათქვამია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე.ხუთშაბათს შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) 6 იანვრის გადაწყვეტილებით დაევალა ყაზახეთში სომხეთის ქვედანაყოფის გადასროლის პროცესის ორგანიზება.გამგზავრების თარიღი და სამხედროების რიცხოვნობა გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის. მანამდე „Sputnik-სომხეთის“ წყაროები დაახლოებით 70 სომეხი სამხედროს გამგზავრებაზე საუბრობდნენ.5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს სთხოვა.რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობოების გადასროლა დაიწყო >>სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთში მიმდინარე არეულობებს გარე აგრესიად აფასებს, რადგან არეულობების მომწყობმა ტერორისტულმა ბანდებმა მომზადება უცხოეთში გაიარეს. ამის შემდეგ 6 იანვრის ღამეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ОДКБ-ს უმაღლესი ორგანოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაგზავნონ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელთა კოლექტიური ძალები.წყარო - Sputnik-სომხეთი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/02/249604457_0:422:2168:2048_1920x0_80_0_0_2fee61938cfa9e8e836221d7b3bf69e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი სომხეთი одкб
სომეხი სამხედროები ყაზახეთში გაემგზავრებიან
23:25 06.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები ОДКБ-ს სამშვიდობო მისიას შეუერთდებიან
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სომხეთი სამხედრო მოსამსახურეებს ყაზახეთში გზავნის – რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის შეირაღებული ძალების ქვედანაყოფს ყაზახეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის ნებართვა მისცა, ნათქვამია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე.
ხუთშაბათს შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) 6 იანვრის გადაწყვეტილებით დაევალა ყაზახეთში სომხეთის ქვედანაყოფის გადასროლის პროცესის ორგანიზება.
გამგზავრების თარიღი და სამხედროების რიცხოვნობა გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის. მანამდე „Sputnik-სომხეთის“ წყაროები დაახლოებით 70 სომეხი სამხედროს გამგზავრებაზე საუბრობდნენ.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს სთხოვა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთში მიმდინარე არეულობებს გარე აგრესიად აფასებს, რადგან არეულობების მომწყობმა ტერორისტულმა ბანდებმა მომზადება უცხოეთში გაიარეს. ამის შემდეგ 6 იანვრის ღამეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ОДКБ-ს უმაღლესი ორგანოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაგზავნონ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელთა კოლექტიური ძალები.