https://sputnik-georgia.com/20220106/rusetma-yazaxsetsi-samsvidoboebis-gadasrola-daiwyo-263432269.html
რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობოების გადასროლა დაიწყო
რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობოების გადასროლა დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO ) კონტინგენტის მოწინავე ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს რესპუბლიკაში... 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T11:23+0400
2022-01-06T11:23+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263419040_0:0:2530:1424_1920x0_80_0_0_2598656b6a24668846a1634c81a0ae95.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO ) კონტინგენტის მოწინავე ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს რესპუბლიკაში ამოცანების შესრულება, იუწყება РИА Новости.კოლექტიური სამშვიდობო ძალები რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით დარჩებიან. რუსი სამხედროების გარდა, ყაზახეთში გაიგზავნა ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ძალები.მანამდე ჯარების შეყვანა რესპუბლიკაში პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მოითხოვა. მან ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია „საზღვარგარეთ მომზადებული ბანდფორმირებების შეჭრად“ შეაფასა.საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263419040_0:0:2052:1539_1920x0_80_0_0_97b146955a8f141353c4f68f08994d61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
პოლიტიკა, რუსეთი, დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობოების გადასროლა დაიწყო
11:23 06.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO ) კონტინგენტის მოწინავე ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს რესპუბლიკაში ამოცანების შესრულება, იუწყება
РИА Новости.
კოლექტიური სამშვიდობო ძალები რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით დარჩებიან. რუსი სამხედროების გარდა, ყაზახეთში გაიგზავნა ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ძალები.
„ამ დროისათვის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხორციელდება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა. მოწინავე ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება“, — ნათქვამია CSTO-ს სამდივნოს განცხადებაში.
მანამდე ჯარების შეყვანა რესპუბლიკაში პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მოითხოვა. მან ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია „საზღვარგარეთ მომზადებული ბანდფორმირებების შეჭრად“ შეაფასა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.