Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კიდევ 11 შემთხვევა – საქართველოში „ომიკრონის" გავრცელების ტემპი მატულობს

© AFP 2024 / JUSTIN TALLIS„ომიკრონი"
„ომიკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
გამოწერა
ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 159-მდე გაიზარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC).
ქვეყანაში პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 2 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 70% აცრილია და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მათგან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ოთხ ადამიანს დასჭირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
 პულსომეტრი პაციენტის ხელზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
დადგინდა „ომიკრონის“ სიკვდილიანობის მაჩვენებელი: მეცნიერები ანგარიშს აქვეყნებენ
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული პირებიც შეიძლება დაინფიცირდნენ.
5 იანვრის მონაცემებით, სულ საქართველოში 945.609 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 906.708 ადამიანი. გარდაიცვალა 14.041 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0