https://sputnik-georgia.com/20220105/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-5-ianvari-263379380.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 იანვარი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 იანვარი
Sputnik საქართველო
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის – რას გვირჩევენ ასტროლოგები
2022-01-05T00:15+0400
2022-01-05T00:15+0400
2022-01-05T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/03/238910339_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_bea21a0dc510301d0ab17cedb5b42e97.jpg
დღეს 2022 წლის 5 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.ვარსკვლავები აქტიური ენერგიით, მიზანსწრაფულობითა და საკუთარი ძალის რწმენით დაგვაჯილდოებენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ერთი საფრთხე – შეიძლება გაქრეს ელემენტარული ენთუზიაზმიც კი. თუ დიდ საქმეს წამოიწყებთ, აუცილებელია, რომ მასში რაღაც რეალურ ინტერესს მოეჭიდოთ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 იანვარი>>ვერძი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ ჰორიზონტს მიღმა გაიხედოთ. სიტუაციის წყალობით ისეთ რამეს წააწყდებით, რაც მომავალს უკავშირდება. არაა გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომლის არასტანდარტულ აზროვნებას საზღვრები არა აქვს. ვარსკვლავები გირჩევენ, გახსნათ თქვენი გონება თამამი იდეებისთვის. მომავალი უკვე დადგა. ირწმუნეთ ამის და იმოძრავეთ წინ.კურო: თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. გარემოებები მთლიანობაში ძალზე იღბლიანად აეწყობა, თუმცა უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მღელვარება და სირთულეები გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სანერვიულო არაფერია. შეინარჩუნებთ თქვენს პოზიციებს და რაღაც საქმეებში საკმაოდ შორსაც წახვალთ.ტყუპი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, აჩქარება არ ივარგებს – არის რისკი, რომ დაუფიქრებლად მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაყოვნება სიკვდილის ტოფასია, მაგრამ ასე არაა – თუ აჩქარდებით, შეიძლება სწორედ ეს აღმოჩნდეს ძალიან ცუდი ნაბიჯი თქვენი მხრიდან. შეცდომები რომ არ დაუშვათ, თავი გააკონტროლეთ და საერთოდ უკეთესი იქნება, თუ არაფერს გააკეთებთ.კირჩხიბი: დღეს პეპელასავით დაფარფატებთ და ფუტკარივით იკბინებით. პირველი თქვენს უშუალო საქმეებსა და ვალდებულებებს ეხება, მეორე კი – კონკურენტებს, რომლებსაც ურჩევნიათ, დღეს წინ არ გადაგეღობონ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – ნებისმიერი მცდელობა, რომ ხელი შეგიშალონ, ხაფანგი დაგიგონ, მათ ასმაგი სიძლიერით უკან დაუბრუნდებათ.ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საქმეში სხვის კვალს კი არ გაჰყვეთ, არამედ თქვენი საკუთარი კურსი შეარჩიოთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ სურვილი გაქვთ დამოუკიდებლად მოქმედების, საკუთარი გზის მოძიების ამ ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს უნდა დაუპირისპირდეთ. მაგრამ თუ გინდათ, რამეს მიაღწიოთ და საკუთარი „მე“ იპოვოთ, მოძებნეთ თქვენი ინდივიდუალური გზა.ქალწული: გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმე უმნიშვნელოსგან გამოარჩიოთ. შესაძლოა, მეორეხარისხოვანი უმნიშვნელოვანესად მიიჩნიოთ და თქვენი ძირითადი მოვალეობები დაგავიწყდეთ. თუ ისეთი სასწრაფო საქმე არ გაქვთ, რომელიც შეიძლება ასეთი არაორგანიზებულობის გამო დაზიანდეს, მაშინ ამ დღეს პლუსიც ექნება – რასაც ხელს მოჰკიდებთ, მას „ფრიადზე“ შეასრულებთ.სასწორი: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აწიოთ თქვენი თამასა. გინდაც ასე თუ ისე გაწყობდეთ თქვენი ადგილი, თქვენი პოზიცია ამ ცხოვრებაში, ეს არაა იმის საბაბი, რომ შეჩერდეთ. წინსვლაა საჭირო. დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გაიაზროთ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ თუნდაც ერთი საფეხურით მაღლა ახვიდეთ სოციალურ თუ კარიერულ (ან სხვა) კიბეზე.მორიელი: ორმაგად ფრთხილად უნდა იყოთ – ცხოვრების ნებისმიერ სფეროშია მოსალოდნელი რაღაც გაუგებრობები. ეს სიფრთხილე განსაკუთრებით ფულთან მიმართებით გმართებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეთ რაღაც ფინანსური საკითხების გარჩევაში და თავის მართლებაც კი მოგიწიოთ. ეს რომ არ მოხდეს, ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ.მშვილდოსანი: ხართ საბრძოლველად განწყობილი, ენერგიული. მზად ხართ თქვენი ძალა ნებისმიერი ფრონტისკენ მიმართოთ. სხვა საქმეა, რომ სიტუაცია თქვენგან ერთი საქმიდან ხან მეორეზე და ხან მესამეზე გადართვას მოითხოვს. ასეთი საქმიანობის გამო მთელი დღე, შესაძლოა, ფუჭად, უშედეგოდ იმოქმედოთ. ეს რომ არ მოხდეს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ერთ საქმეზე გაამახვილეთ ყურადღება.თხის რქა: შესანიშნავი დღეა ყველასთვის, ვისაც შეხება აქვს ბიზნესთან ან უბრალოდ, არ აპირებს, თავისი მოგება ხელიდან გაუშვას. ვარსკვლავები გაძლევენ შანსს, მოგება ნახოთ იქაც კი, სადაც ამას საერთოდ არ ელოდებით. აქ არაფერ შუაშია გზაზე ფულის პოვნა. დღეს ბედის საჩუქრების იმედი უნდა ჰქონდეთ მათ, რომლებმაც ამისთვის ბევრი იშრომეს, თუნდაც დიდი ხნის წინ და იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ.მერწყული: კარგი დღეა, რომ მომავლის სტრატეგიული გეგმები დააწყოთ. თქვენი ტვინი მკაფიოდ მუშაობს, აზროვნებთ გლობალურად, ასე რომ, საცოდაობა იქნება, თუ ამ დღეს სახლის საქმეებზე დაკარგავთ. მით უფრო, რომ ვარსკვლავები სულ არ განგაწყობენ რუტინული საქმიანობისადმი. სამაგიეროდ, ბადალი არ გეყოლებათ ლოგიკური სქემების შედგენაში, რომელშიც ერთი უმცირესი დეტალი არ გამოგეპარებათ.თევზები: ყველაზე კარგად ოცნების კოშკების აგება გამოგდით დღეს, მაგრამ ისინი რეალურ საფუძველს მოკლებული არ იქნება. შესაძლოა, ოდესმე განახორციელოთ კიდეც. ვარსკვლავები მძლავრი ფანტაზიით გასაჩუქრებენ, რისი წყალობითაც კრეატიული იდეები, პროექტები, გეგმები თქვენგან „წყალივით“ მოედინება. რა თქმა უნდა, ეს იდეები შემდეგ გაიფილტრება, მაგრამ თქვენ ყველას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
https://sputnik-georgia.com/20220103/zodiaqo-sauketeso-mrcevlebi-263342667.html
https://sputnik-georgia.com/20220101/ianvari-zodiaqos-nisnebistvis-astroprognozi-263325373.html
https://sputnik-georgia.com/20211108/2022-sasiyvarulo-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-261875622.html
https://sputnik-georgia.com/20211123/2022--vefxvis-weli-armosavluri-kalendrit-262302195.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23891/03/238910339_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_85ebbaa39137b12a8848234374905538.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
ასტროლოგია ვარსკვლავები ზოდიაქო ასტროპროგნოზი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 იანვარი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 5 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ვარსკვლავები აქტიური ენერგიით, მიზანსწრაფულობითა და საკუთარი ძალის რწმენით დაგვაჯილდოებენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ერთი საფრთხე – შეიძლება გაქრეს ელემენტარული ენთუზიაზმიც კი. თუ დიდ საქმეს წამოიწყებთ, აუცილებელია, რომ მასში რაღაც რეალურ ინტერესს მოეჭიდოთ.
ვერძი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ ჰორიზონტს მიღმა გაიხედოთ. სიტუაციის წყალობით ისეთ რამეს წააწყდებით, რაც მომავალს უკავშირდება. არაა გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომლის არასტანდარტულ აზროვნებას საზღვრები არა აქვს. ვარსკვლავები გირჩევენ, გახსნათ თქვენი გონება თამამი იდეებისთვის. მომავალი უკვე დადგა. ირწმუნეთ ამის და იმოძრავეთ წინ.
კურო: თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. გარემოებები მთლიანობაში ძალზე იღბლიანად აეწყობა, თუმცა უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მღელვარება და სირთულეები გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სანერვიულო არაფერია. შეინარჩუნებთ თქვენს პოზიციებს და რაღაც საქმეებში საკმაოდ შორსაც წახვალთ.
ტყუპი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, აჩქარება არ ივარგებს – არის რისკი, რომ დაუფიქრებლად მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაყოვნება სიკვდილის ტოფასია, მაგრამ ასე არაა – თუ აჩქარდებით, შეიძლება სწორედ ეს აღმოჩნდეს ძალიან ცუდი ნაბიჯი თქვენი მხრიდან. შეცდომები რომ არ დაუშვათ, თავი გააკონტროლეთ და საერთოდ უკეთესი იქნება, თუ არაფერს გააკეთებთ.
კირჩხიბი: დღეს პეპელასავით დაფარფატებთ და ფუტკარივით იკბინებით. პირველი თქვენს უშუალო საქმეებსა და ვალდებულებებს ეხება, მეორე კი – კონკურენტებს, რომლებსაც ურჩევნიათ, დღეს წინ არ გადაგეღობონ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – ნებისმიერი მცდელობა, რომ ხელი შეგიშალონ, ხაფანგი დაგიგონ, მათ ასმაგი სიძლიერით უკან დაუბრუნდებათ.
ლომი: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საქმეში სხვის კვალს კი არ გაჰყვეთ, არამედ თქვენი საკუთარი კურსი შეარჩიოთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ სურვილი გაქვთ დამოუკიდებლად მოქმედების, საკუთარი გზის მოძიების ამ ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს უნდა დაუპირისპირდეთ. მაგრამ თუ გინდათ, რამეს მიაღწიოთ და საკუთარი „მე“ იპოვოთ, მოძებნეთ თქვენი ინდივიდუალური გზა.
ქალწული: გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმე უმნიშვნელოსგან გამოარჩიოთ. შესაძლოა, მეორეხარისხოვანი უმნიშვნელოვანესად მიიჩნიოთ და თქვენი ძირითადი მოვალეობები დაგავიწყდეთ. თუ ისეთი სასწრაფო საქმე არ გაქვთ, რომელიც შეიძლება ასეთი არაორგანიზებულობის გამო დაზიანდეს, მაშინ ამ დღეს პლუსიც ექნება – რასაც ხელს მოჰკიდებთ, მას „ფრიადზე“ შეასრულებთ.
სასწორი: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აწიოთ თქვენი თამასა. გინდაც ასე თუ ისე გაწყობდეთ თქვენი ადგილი, თქვენი პოზიცია ამ ცხოვრებაში, ეს არაა იმის საბაბი, რომ შეჩერდეთ. წინსვლაა საჭირო. დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გაიაზროთ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ თუნდაც ერთი საფეხურით მაღლა ახვიდეთ სოციალურ თუ კარიერულ (ან სხვა) კიბეზე.
მორიელი: ორმაგად ფრთხილად უნდა იყოთ – ცხოვრების ნებისმიერ სფეროშია მოსალოდნელი რაღაც გაუგებრობები. ეს სიფრთხილე განსაკუთრებით ფულთან მიმართებით გმართებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეთ რაღაც ფინანსური საკითხების გარჩევაში და თავის მართლებაც კი მოგიწიოთ. ეს რომ არ მოხდეს, ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ.
მშვილდოსანი: ხართ საბრძოლველად განწყობილი, ენერგიული. მზად ხართ თქვენი ძალა ნებისმიერი ფრონტისკენ მიმართოთ. სხვა საქმეა, რომ სიტუაცია თქვენგან ერთი საქმიდან ხან მეორეზე და ხან მესამეზე გადართვას მოითხოვს. ასეთი საქმიანობის გამო მთელი დღე, შესაძლოა, ფუჭად, უშედეგოდ იმოქმედოთ. ეს რომ არ მოხდეს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ერთ საქმეზე გაამახვილეთ ყურადღება.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ყველასთვის, ვისაც შეხება აქვს ბიზნესთან ან უბრალოდ, არ აპირებს, თავისი მოგება ხელიდან გაუშვას. ვარსკვლავები გაძლევენ შანსს, მოგება ნახოთ იქაც კი, სადაც ამას საერთოდ არ ელოდებით. აქ არაფერ შუაშია გზაზე ფულის პოვნა. დღეს ბედის საჩუქრების იმედი უნდა ჰქონდეთ მათ, რომლებმაც ამისთვის ბევრი იშრომეს, თუნდაც დიდი ხნის წინ და იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ.
მერწყული: კარგი დღეა, რომ მომავლის სტრატეგიული გეგმები დააწყოთ. თქვენი ტვინი მკაფიოდ მუშაობს, აზროვნებთ გლობალურად, ასე რომ, საცოდაობა იქნება, თუ ამ დღეს სახლის საქმეებზე დაკარგავთ. მით უფრო, რომ ვარსკვლავები სულ არ განგაწყობენ რუტინული საქმიანობისადმი. სამაგიეროდ, ბადალი არ გეყოლებათ ლოგიკური სქემების შედგენაში, რომელშიც ერთი უმცირესი დეტალი არ გამოგეპარებათ.
თევზები: ყველაზე კარგად ოცნების კოშკების აგება გამოგდით დღეს, მაგრამ ისინი რეალურ საფუძველს მოკლებული არ იქნება. შესაძლოა, ოდესმე განახორციელოთ კიდეც. ვარსკვლავები მძლავრი ფანტაზიით გასაჩუქრებენ, რისი წყალობითაც კრეატიული იდეები, პროექტები, გეგმები თქვენგან „წყალივით“ მოედინება. რა თქმა უნდა, ეს იდეები შემდეგ გაიფილტრება, მაგრამ თქვენ ყველას უნდა მიაქციოთ ყურადღება.