ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
მინისტრის მოადგილის პოსტი გიორგი წოწკოლაურმა დღეს დატოვა. ჯანდაცვის სამინისტროში თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა.
მინისტის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა, რომელიც მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ღუდუღაური 2017-2018 წლებში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
მის საკურატორო სფეროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის – დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. წოწკოლაური მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0