ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილმა ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის პოსტი გიორგი წოწკოლაურმა დატოვა. ჯანდაცვის სამინისტროში თანამდებობიდან მისი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი წოწკოლაურს.
გიორგი წოწკოლაური მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ტიკარაძე ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
წყარო: „პირველი არხი"
ყველა ახალი ამბავი
0