https://sputnik-georgia.com/20211230/somxur-aviakompanias-stambolssi-frenebis-ganxorcielebis-nebartva-misces-263296546.html
სომხურ ავიაკომპანიას სტამბოლში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცეს
სომხურ ავიაკომპანიას სტამბოლში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცეს
Sputnik საქართველო
ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ ფრენები იანვარში დაიწყება 30.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-30T23:57+0400
2021-12-30T23:57+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
კავკასია
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/11/245711131_0:130:1600:1030_1920x0_80_0_0_742bcc38438f5cca2955d5839469eae0.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია Sputnik-სომხეთს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.ჯერ კიდევ 23 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ ნებართვის მისაღებად სამინისტროს მიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ფრენები არარეგულარული იქნება.Flyone Armenia იქნება პირველი სომხური ავიაკომპანია, რომელიც 2015 წლის შემდეგ თურქეთში ფრენების განხორციელებას დაიწყებს. თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი ასევე აპირებს სტამბოლი-ერევნის ფრენების დაწყებას.„3+3“ ფორმატის მომდევნო შეხვედრა თურქეთში გაიმართება >>სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. 2021 წლის 13 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერევანი და ანკარა ორმხრივ საფუძველზე ურთიერთობის ნორმალიზაციაზე მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლებს დანიშნავენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ჩავუშოღლუს განცხადებას. უწყებაში დაადასტურეს, რომ ერევანი დიალოგის წარმართვისთვის თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანკარამ ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ ქილიჩი დანიშნა. სომხური მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი დაინიშნა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/11/245711131_76:374:1001:1068_1920x0_80_0_0_831ac4d6bcf6f6ba7ca8b6e45cd15425.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კავკასია, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
კავკასია, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
სომხურ ავიაკომპანიას სტამბოლში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცეს
23:57 30.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ ფრენები იანვარში დაიწყება
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია Sputnik-სომხეთს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა კომპანიას ნება დართო, ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით რეისები იანვრიდან დაიწყოს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ჯერ კიდევ 23 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ ნებართვის მისაღებად სამინისტროს მიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ფრენები არარეგულარული იქნება.
Flyone Armenia იქნება პირველი სომხური ავიაკომპანია, რომელიც 2015 წლის შემდეგ თურქეთში ფრენების განხორციელებას დაიწყებს. თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი ასევე აპირებს სტამბოლი-ერევნის ფრენების დაწყებას.
სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. 2021 წლის 13 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ერევანი და ანკარა ორმხრივ საფუძველზე ურთიერთობის ნორმალიზაციაზე მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლებს დანიშნავენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ჩავუშოღლუს განცხადებას. უწყებაში დაადასტურეს, რომ ერევანი დიალოგის წარმართვისთვის თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანკარამ ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ ქილიჩი დანიშნა. სომხური მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი დაინიშნა.