მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„3+3“ ფორმატის მომდევნო შეხვედრა თურქეთში გაიმართება

© AP Photo / © Turkish Foreign Ministry via AP, Poolთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
შეხვედრები და დისკუსიები „3 + 3“ პლატფორმის ფარგლებში, მინისტრების მოადგილეების დონეზე, წელიწადში ორჯერ მაინც გაიმართება
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს არ მიუღია მონაწილება შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში პლატფორმა „3+3“ ფორმატში გაიმართა, მაგრამ შემდეგი შეხვედრა იგეგმება თურქეთში და ჩვენ გვჯერა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ისლამაბადში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, რომელიც ავღანეთში ჰუმანიტარულ სიტუაციას მიეძღვნა.
მან ასევე გაიხსენა მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე „3+3“ ფორმატში გამართული შეხვედრა.
„საქართველო არ მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ თურქეთში და გვჯერა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას“, - დასძინა ჩავუშოღლუმ.
შეხვედრები და დისკუსიები „3 + 3“ პლატფორმის ფარგლებში, მინისტრების მოადგილეების დონეზე, წელიწადში ორჯერ მაინც გაიმართება, მანამდე განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
საქართველო „3+3“ ფორმატის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
„3+3“ ფორმატში პირველი სხდომა მოსკოვში 10 დეკემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა.
ყველა მონაწილე მიესალმა მომავალში საქართველოს ჩართვა ამ ფორმატში. ქართულ მხარეს ეცნობება განხილვების შედეგების შესახებ, აღნიშნა ხალაფოვმა.
„მხარეებმა გაცვალეს თვალსაზრისები თანამშრომლობის განვითარების შესახებ ნდობის განმტკიცების, რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების სფეროში“, - განაცხადა ხალაფოვმა.
შეხვედრები და დისკუსიები საგარეო საქმეთა სამინისტროების კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროების და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დარგობრივი უწყებების მონაწილეობით გაიმართება.
კონსულტაციების მექანიზმის განვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოეწყოს შეხვედრები და დისკუსიები უფრო მაღალ დონეზე. მექანიზმის მუშაობა იქნება დაფუძნებული კონსენსუსის პრინციპზე.
ყველა ახალი ამბავი
0