https://sputnik-georgia.com/20211209/saqartvelo-moskovshi-sxdomashi-monawileobas-ar-miigebs-262729541.html
საქართველო „3+3“ ფორმატის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველო „3+3“ ფორმატის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
Sputnik საქართველო
ოფიციალური თბილისი აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავს. 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T17:15+0400
2021-12-09T17:15+0400
2021-12-09T21:51+0400
პოლიტიკა
რუსეთი
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251504301_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_206113a74a7a0e4c1759bc188ef3a5f4.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ქართული მხარე არ მიიღებს მონაწილებას შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში პლატფორმა „3+3“ ფორმატში გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან.აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან ერთად რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე „3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატივა ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრისას. „3+3“ ფორმატში პირველი სხდომა მოსკოვში პარასკევს, 10 დეკემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მექანიზმის შექმნით საქართველოც დაინტერესდება.
https://sputnik-georgia.com/20211119/saqartvelo-rusetis-winadadebaze-3-3-alternativa-262232897.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251504301_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e9e14a3463913d245dba020d121ce1f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო „3+3“ ფორმატის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს
17:15 09.12.2021 (განახლებულია: 21:51 09.12.2021) ოფიციალური თბილისი აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავს.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ქართული მხარე არ მიიღებს მონაწილებას შეხვედრაში, რომელიც მოსკოვში პლატფორმა „3+3“ ფორმატში გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან.
აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან ერთად რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე „3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატივა ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრისას.
„საქართველო არ განიხილავს ამ ფორმატში მონაწილეობის საკითხს, შესაბამისად, საქართველო მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას... ამაში საქართველოს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს – ჩვენთვის ეს ფორმატი მიუღებელია და ჩვენ ამის თაობაზე უკვე განვაცხადეთ. შესაბამისად, არც ახლა და არც მომავალში მსგავს ფორმატში მონაწილეობა არ განიხილება“, – განაცხადა დარსალიამ.
„3+3“ ფორმატში პირველი სხდომა მოსკოვში პარასკევს, 10 დეკემბერს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება.
რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.
ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მექანიზმის შექმნით საქართველოც დაინტერესდება.