დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 დეკემბერი

© Sputnik / Alexander Imedashvili თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 30 დეკემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ვარსკვლავები გვირჩევენ, დღევანდელი დღე სახლის საქმეებს ან იმ პროექტებს დავუთმოთ, რომლებიც ღრმა და ნეგატიურ ემოციებს არ გამოიწვევს. დღეს ჩვენში რადიკალიზმი სჭარბობს, ასე რომ, ნებისმიერი უკმაყოფილება უაპელაციო განკიცხვისა და უმცირეს კომპრომისზე წაუსვლელობის სურვილის ფონზე ჩაივლის. რთული იქნება ვინმესთან რამეზე შეთანხმება. მაგრამ თუ ენერგიას მშვიდობიან და პოზიტიურ კალაპოტში მივმართავ, დღე საკმაოდ პროდუქტიული იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 დეკემბერი>>
ვერძი: რისკავთ, რომ მთელი დღე რაღაც წვრილმანებს, უაზრო საკითხებს დაუთმოთ იმის გამო, რომ ისინი მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ისეთი შემართებით „არჩევთ“ საქმეებს და ეძებთ „ჭეშმარიტებას“, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოყვანა შეგიძლიათ წყობილებიდან.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხვალ აბსოლუტურად გულგრილმა შეიძლება ჩაუაროთ იმას, რაც დღეს ასე გაღელვებთ.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
კურო: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს შეიძლება თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები გაგახსენდეთ. შესაძლოა, მათმა შედეგებმა შეგახსენოთ თავი, ან ვითარება გამეორდეს და დეჟავუს შეგრძნება გაგიჩნდეთ. ან პირიქით, შეძლოთ ახალი შეცდომების თავიდან აცილება, თუ ძველს გაიხსენებთ.
ასეა თუ ისე, დღეს მოგიწევთ თვალების დახუჭვა ძველ შეცდომებზე – გამოცდილება ხომ ძალზე ძვირფასი რამაა.
ტყუპი: შესაძლოა, შინაგანი კონფლიქტის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. როგორც ჩანს, რისი გაკეთებაც გიწევთ, ყველაფერი არ მოგწონთ, ზოგიერთი რამ თქვენს პრინციპებსა და სიტუაციის აღქმას ეწინააღმდეგება.
ვარსკვლავები გირჩევენ, რაღაც დრო საკუთარ თავში, გრძნობებში გარკვევას დაუთმოთ. თუ ძალიან არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, იქნებ, დროა, ზომები მიიღოთ? ან შეგიძლიათ თქვენი ეჭვები ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ.
კირჩხიბი: გარშემომყოფები დღეს თქვენ მიმართ ძალზე კრიტიკულად იქნებიან განწყობილი, აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ განსაკუთრებით მათთან, ვისზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგალითად, ხელმძღვანელობასთან.
თუ ამას ვერ მოახერხებთ, ისე ილაპარაკეთ და იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. ასევე არ ღირს ინიციატივის გამოჩენა, რათა ყურადღების ცენტრში არ მოექცეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
ლომი: საოცარი დღე გელოდებათ. არანაირი ხაფანგი მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნდეთ და გარშემომყოფების კრისტალურად სუფთა სინდისის იმედი გქონდეთ. თუმცა, ფაქტი ფაქტია – დღეს იმის ალბათობა, რომ ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს ან შეცდომაში შეგიყვანოთ განზრახ, ნულის ტოლია.
ამიტომ კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებების დასადებად, განსაკუთრებით, თუ გარიგებაში რისკის წილიც არის.
ქალწული: კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებს გადახედავთ, მათ შორის, გლობალურს. შესაძლოა, მათში რაღაც შეცდომა გაიპარა და საჭირო მიმართულებით არ მიდიხართ. დროდადრო საკუთარი ქმედებების კორექტირება, რეალობასთან შედარება აუცილებელია.
თუ დღეს ამ საკითხებს დაუთმობთ, არ ინანებთ. ეს ილუზიებისა და მცდარი წარმოდგენებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც თქვენს პროგრესს ამუხრუჭებდა.
სასწორი: არაა გამორიცხული, რომ დღეს თქვენი მოქმედებების ან სიტყვების გამო ვინმეს წინაშე ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ყველა შესაძლოა რევიზია, შემოწმება, ან, უბრალოდ, საკუთარი საქციელის განმარტების აუცილებლობა.
რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს პროცესი, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და თავი ხელში აიყვანოთ. თუ არ აღშფოთდებით, მაშინ ყველაფრის მარტივად ახსნას შეძლებთ.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: დღეს მთელი თქვენი დიპლომატია დაგჭირდებთ. საკითხები, რომლებიც უნდა გადაჭრათ, ძალზე დელიკატური იქნება, ამიტომ პირდაპირ „პირში მიხლის“ ტაქტიკა არ ივარგებს. თუ გარშემომყოფების გრძნობებზე არ დაფიქრდებით, არის რისკი, რომ უამრავ პრობლემას წააწყდეთ და ჩააგდოთ ნებისმიერი მოლაპარაკება.
მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოჩენით შეძლებთ, რომ ირგვლივ მყოფებმა სწორად გაგიგონ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფებთან თქვენი თამაში არ წამოიწყოთ – არის წაგების რისკი. თუ წარსულში ცდილობდით რამე ინფორმაციის დამალვას ან დამახინჯებას, ეს დღეს შეიძლება ზედაპირზე წამოტივტივდეს.
ვერაფერს გააწყობთ – დღეს საიდუმლოს ყველაზე უხერხულ მომენტში შეიძლება აეხადოს ფარდა. სანერვიულო მხოლოდ იმ მშვილდოსნებს გაქვთ, ვინც რაღაცას მალავთ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღე იქნება.
თხის რქა: ნებსით თუ უნებლიეთ დღეს, შესაძლოა, მტრულ ბანაკებს შორის შუამავლისა და დამზავებლის ფუნქცია იკისროთ. ირგვლივ ვითარება იდეალურისგან შორს იქნება – გარშემომყოფებს და მათ შორის, ახლობელ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შეიძლება პრეტენზიები გაუჩნდეთ, თქვენ კი, თქვენთვისვე მოულოდნელად, მხარეთა გაუგებრობების განეიტრალებას შეეცადოთ.
ეს მარტივი არ იქნება – გაგიგით ალბათ, გამშველებელს ყველაზე მეტი მოხვდაო...
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
მერწყული: დღეს დაფიქრდებით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ წინსვლისთვის. ამისთვის საჭიროა შეჩერება და საკუთარი ქმედებების შეფასება. ვარსკვლავები მოგცემენ შანსს, რომ სწორად შეაფასოთ თქვენი საქციელი, დაინახოთ შესაძლო შეცდომები.
არაა გამორიცხული, რომ ამაში გარშემომყოფებიც დაგეხმარონ – დღეს კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან გარგებთ. თუმცა, შეიძლება არ გესიამოვნოთ.
თევზები: ნებისმიერ საქმეში აუცილებელია, რომ სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თამამად და არასტანდარტულად იმოქმედებთ. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ნოვატორულ დამოკიდებუილებას, რევოლუციურ იდეებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს კონსერვატიული გზები თქვენთვის არაა – ცხოვრება ცინცხალ იდეებს, კრეატივს ელოდება თქვენგან.
ყველა ახალი ამბავი
0