დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 დეკემბერი

© Pixabay / 12019ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 29 დეკემბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
სასიამოვნო ურთიერთობების, საინტერესო საუბრების დღეა. მშვენივრად უგებენ ერთმანეთს ისინიც კი, ვინც აქამდე ყველა წვრილმანზე კამათობდა. წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები შეყვარებულებს, კოლეგებსა თუ საქმიან პარტნიორებს შორის. შეუფერებელი დღეა დამღლელი საქმეების, ფიზიკური შრომის, დამქანცველი სპორტული ვარჯიშისთვის. კარგი იქნება დასვენება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 28 დეკემბერი>>
ვერძი: რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. გარშემომყოფები თითქოს სპეციალურად ცდილობენ თქვენს წამოგებას პროვოკაციებზე, ცდიან თქვენს მოთმინებას, უნდათ თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა. მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავოთ, არ განიხილოთ რთული საკითხები დღის პირველ ნახევარში მაინც. საღამოს ვითარება განიმუხტება და ადამიანებთან კონტაქტი, მათთან საერთო ენის გამონახვა უფრო მარტივი გახდება.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
კურო: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ გააკეთოთ საქმეები, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ თქვენცა და თქვენ ირგვლივ მყოფებსაც. შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა, იდეების გაზიარება. დიდი ალბათობით, გამოჩნდებიან თქვენი დახმარების მსურველები. რაც შეეხება ფულთან დაკავშირებულ საკითხებს, შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ, ის არ დაგაღალატებთ. საღამო კარგი დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად.
ტყუპი: სასიამოვნო, მშვიდი დღეა, რომელიც მიესადაგება როგორც ჩვეული, ისე სრულიად ახალი საქმეების გაკეთებას. არ ჩქარობთ, ფიქრობთ თითოეულ ნაბიჯზე, ამიტომ შეცდომებს არ უშვებთ. იოლია საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან. შეგიძლიათ სახლისთვის ნივთების შეძენა, რადგან ძალზე დაკვირვებით არჩევთ მათ. შერჩეული ნივთები დიდხანს გაგახარებთ თქვენცა და თქვენი ოჯახის წევრებსაც.მოსალოდნელია თანხის მიღება.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ. ეს ის დღე არაა, როდესაც შეიძლება სწრაფად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ან რთულ საქმეებთან გამკლავება. შედეგის მისაღებად დრო და მოთმინებაა საჭირო. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ და სხვის დახმარებას არ დაელოდოთ. გაგახარებთ ახლობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობები, ამაღლდება თქვენი განწყობა. არაა გამორიცხული ახალი ინფორმაციის მიღება, რომლის შემდეგ გეგმებს შეცვლით.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: დღის დასაწყისში მოსალოდნელია რაღაც მცირე უსიამოვნებები, გაუგებრობები. შფოთვის სერიოზული მიზეზები არ გაქვთ, მაგრამ ხასიათი შეიძლება წაგიხდეთ. სანერვიულო არაფერია – მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და შუადღისას თქვენი განწყობა სათანადო სიმაღლეზე იქნება, რაშიც შესანიშნავი სიახლე და საინტერესო წინადადება დაგეხმარებათ. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. თქვენი პროფესიული გამარჯვებები შეუმჩნეველი არ დარჩება – ამას ყურადღებას მიაქცევენ ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ასევე კარგი დღეა დასვენებისთვისაც. თუ გექნებათ საშუალება, შეიცვალეთ გარემო, მოწყდით რუტინას.
სასწორი: მშფოთვარე დღეა. გეგმაზე მიყოლა რთულია. ხან რაღაც მოულოდნელი ხდება, ხან ახალ ინფორმაციას იღებთ. მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი მიზანი თქვენთვის პირველ ადგილზე დგას და მათ აღწევთ, როგორც არ უნდა აეწყოს გარემოებები. შესაძლოა, გაგიჭირდეთ პრიორიტეტების განაწილება. ამ შემთხვევაში ინტუიციას უნდა მიენდოთ, ხოლო ირგვლივ მყოფების რჩევების გათვალისწინებას ექსპერტები არ გირჩევენ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მორიელი: ვარსკვლავების მხარდაჭერით წარმატებას აღწევთ ბევრ საქმეში. საქმეებისადმი სერიოზული დამოკიდებულება აგაცილებთ შეცდომებს, მტკიცე განწყობა კი დაგეხმარებათ, რომ დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ. ძველ მოკავშირეებს შეგიძლიათ ენდოთ, ახალ ნაცნობებთან კი ფრთხილად იყავით. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის იმპროვიზირებული საღამოები.
მშვილდოსანი: არ ღირს ცხოვრების კარდინალურად შეცვლა, თუნდაც ამის დიდი სურვილი გქონდეთ. ამ დღეს ყველა გადაწყვეტილება, სიტყვა თუ საქციელი კარგად აწონილ–დაწონილი უნდა იყოს. არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს, განსაკუთრებით თუ ისინი თქვენს მნიშვნელოვან მიზნებს ეწინააღმდეგება. დიდი მნიშვნელობა აქვს ახლობლების მხარდაჭერას. გაუზიარეთ მათ თქვენი განცდები, ეჭვები. შესაძლებელია თანხის მიღება.
თხის რქა: სასიამოვნო ურთიერთობების, უჩვეულო შეხვედრების, საინტერესო საუბრების დღეა. შესაძლოა, თავი შეგახსენონ დიდი ხნის უნახავმა ადამიანებმა, იქნება ძველი ურთიერთობების აღდგენის შანსი. აქ ბევრია დამოკიდებული იმაზე, გამოიჩენთ თუ არა ინიციატივას თქვენ. ადვილად სწავლობთ სასარგებლო რაღაცებს, სწრაფად იმახსოვრებთ იმას, რაც სულ მალე შეიძლება გამოგადგეთ. დღეს გაგონილმა შეიძლება თქვენს გეგმებზე მოახდინოს გავლენა.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
მერწყული: შესანიშნავი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად, იმის გასაკეთებლად, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ. წარმატებული იქნება იმპროვიზაციები, თამამი ექსპერიმენტები. სწრაფად შეძლებთ ორიგინალური იდეების ხორცშესხმას. კარგი დღეა გეგმების დასაწყობად და განსახილველად, ახლობლებთან სამომავლო მოქმედებებზე შესათანხმებლად. შეგიძლიათ რამე საოჯახო ღონისძიების ორგანიზაცია.
თევზები: შესაფერისი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ, უბრალოდ, იყავით ის, ვინც ხართ. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ახალ ნაცნობებთან. შესაძლებელია თანხის მიღება მოულოდნელი წყაროებიდან. საღამო შესანიშნავი დროა საოჯახო საქმეების განსახილველად. თუ ოჯახში რამე პრობლემები იყო, ახლა მოახერხებთ მათ გადაწყვეტას.
ყველა ახალი ამბავი
0