დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 28 დეკემბერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 28 დეკემბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღის დასაწყისში ცხარე კამათია მოსალოდნელი. საბაბი უფრო წვრილმანია, ვიდრე სერიოზული მიზეზი. მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს და ყველა ცდილობს, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად, სასიამოვნოდ და მხიარულად ჩაივლის. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 დეკემბერი>>
ვერძი: შესაფერისი დღეა რამე პროფესიული საკითხების განსახილველად არაფორმალურ გარემოში. შეიძლება რჩევის მიღება საქმეში ჩახედული ადამიანისგან, გავლენიანი პირის მხარდაჭერის მიღება.
ადვილად პოულობთ საერთო ენას ახალ ნაცნობებთან. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. გექნებათ მომგებიანი გარიგების დადების შანსი.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: შესანიშნავი დღეა უჩვეულო საქმეებისთვის, რომლებიც ფანტაზიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. გატკეპნილი გზით სიარული არ გინდათ, გირჩევნიათ, მიზნისკენ საკუთარი გზა მოძებნოთ.
დღის პირველ ნახევარში ემოციური ფონი ხელსაყრელია, მეორე ნახევარში კი უფრო დაძაბული იქნება. გაგიჭირდებათ უსიამოვნო მოგონებებთან და პირქუშ აზრებთან გამკლავება.
ტყუპი: დილით გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. აღშფოთებული რჩებით, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. ეცადეთ, ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ და ამის გამო ურთიერთობები არ გაიფუჭოთ ახლობლებთან.
მნიშვნელოვანი საუბრები გადადეთ დღის მეორე ნახევრამდე. ამ დროს უფრო ადვილი იქნება საერთო ენის პოვნა და შეთანხმება ერთობლივ მოქმედებებზე.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ. ეს ის დღე არაა, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ გზადაგზა ან გეგმები კარდინალურად შეცვალოთ. ინტუიციას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოუსმინოთ - მისი მინიშნებები უფრო გასათვალისწინებელი იქნება, ვიდრე გარშემომყოფების რჩევები.
კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. იმაზე მეტის გაკეთებას მოასწრებთ, ვიდრე გეგონათ. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. არაა გამორიცხული საინტერესო საქმიანი წინადადების მიღება, რომელიც თქვენ წინაშე ახალ პროფესიულ პერსპექტივებს გააჩენს.
მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან. გაგახარებთ საჩუქრები.
ქალწული: ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე განსაზღვროთ პრორიტეტები, გაარკვიოთ, რა არის გასაკეთებელი პირველ რიგში. მნიშვნელოვანია, რომ ერთი საქმიდან მეორეზე არ გადახვიდეთ, სანამ პირველს არ მორჩებით. გაგიჭირდებათ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება.
თქვენს იდეებს მხარს უჭერენ მეგობრები და ნაცნობები.
სასწორი: არცთუ მარტივი, მაგრამ ძალზე საინტერესო დღეა. შესაძლებელია რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვეულ რაღაცებზე სხვა თვალით შეგახედებთ.
ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, რომ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის დრო დადგა, ამიტომ კონკრეტული გეგმის დაწყობის დრო დგება. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: შესანიშნავი დღეა შეხვედრებისთვის, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, სერიოზული საკითხების განხილვისთვის. ადვილად გამოგდით როგორც ჩვეული, ისე ახალი საქმეები.
ხშირად მოქმედებთ არა ისე, როგორც გარშემომყოფები ელოდებიან, არამედ სრულიად განსხვავებულად. სწორედ ამიტომ შესანიშნავ შედეგებს აღწევთ.
მშვილდოსანი: დილიდან მეგობრულად განეწყვეთ. დღის დასაწყისში შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან. ნებისმიერ შენიშვნაზე მწვავედ რეაგირებთ. სჯობს, სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა გადადოთ.
დღის მეორე ნახევარი სხვაგვარად, მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის. ბევრ თქვენგანს გაახარებს სასიამოვნო მოვლენები, სიურპრიზები.
თხის რქა: მშფოთვარე დღეა, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი. მიესადაგება ახალი საქმეების დაწყებას. შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ საინტერესო წინადადებები. ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებენ, აასრულებენ თქვენს ძველ სურვილებს.
კარგი დღეა საოჯახო დღესასწაულების, იმპროვიზირებული საღამოებისთვის. დიდხანს დაგამახსოვრდებათ რომანტიკული პაემანი.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ბევრის მიღწევა, თუნდაც მარტოს მოგიწიოთ მოქმედება, მაგრამ ამის აუცილებლობა არ იქნება - გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ.
ურთიერთობები, რომლებიც დღეს დაიწყება, როგორც საქმიანი, მოგვიანებით შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირად გადაიქცეს. კარგი დღეა მგზავრობისთვის.
თევზები: ჩვეულებრივზე ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში. ბევრი ამჩნევს თქვენს ღირსებებს, გისვამენ კითხვებს, შესაძლოა, რამე საინტერესოც შემოგთავაზონ. მოუსმინეთ ინტუიციას, მისი მინიშნებები გიკარნახებთ, როგორც ჯობია მოქმედება.
ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, გარიგებების დასადებად. დღის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმეთ.
ყველა ახალი ამბავი
0