დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკური ბაღის ხედი
თბილისის ბოტანიკური ბაღის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 27 დეკემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღის დასაწყისში რთული იქნება უსიამოვნო მომენტების თავიდან აცილება. არცთუ ხელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად, რადგან პრობლემები თავიდანვე შეიძლება დაიწყოს, მოსალოდნელია შეცდომების დაშვება, შესაძლებლობების ხელიდან გაშვება... ეტაპობრივად მოიმატებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა და საქმის კეთება უკვე გაიოლდება. დღის მეორე ნახევარშიშედარებით რთული იქნება გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 დეკემბერი>>
ვერძი: ეს დღე თქვენგან მოთმინებასა და კატეგორიულობას მოითხოვს. დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ, ამის სურვილი კი არა გაქვთ. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, დრო ფუჭად არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში გართობისა და რუტინისგან თავის დაღწევის საშუალება მოგეცემათ. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
კურო: ახალი, ორიგინალური და თამამი იდეების დღეა. აცნობიერებთ, რომ რთულ ამოცანებს სწრაფად გადაწყვეტთ, თუ მათ თქვენი მეთოდებით მოეკიდებით და არ გაითვალისწინებთ გარშემომყოფების უამრავ რჩევას. გაგახარებთ, რომ მოგეცემათ საშუალება, ყველაფერი მოაწესრიგოთ და ძველმანები, უსარგებლო ნივთები გადაყაროთ. გრძნობთ, რომ ახლოვდება დიდი ცვლილებების დრო.
ტყუპი: დილით სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი. ამავე დროს გაჩნდება შესანიშნავი იდეები, რომელთა რეალიზებაც უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი მეგობრებთან ერთად. მოგვიანებით ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის როგორც სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებით, ისე პირად ურთიერთობებზე. სერიოზულ საკითხებს მშვიდად გადაწყვეტთ.
კირჩხიბი: ცუდი დღე არ გელოდებათ, თუმცა დროდადრო ქაოსური მომენტები შეიძლება შეიქმნას. დილით განსაკუთრებით ბევრი საზრუნავი გექნებათ –მოულოდნელი საკითხები დაგემატებათ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. პოზიტიური ტენდენციების გაძლიერების შედეგად, თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. შეგიძლიათ გეგმების განხილვა.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: ძალზე ნაყოფიერი დღეა. მშვენივრად უმკლავდებით იმ საქმეებსაც, რომლებშიც წარმატების იმედი ნაკლებად გაქვთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა. ადვილად ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ადამიანებზე. კარგი დღეა საუბრებისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ სამომავლო გეგმები ან მომენტები წარსულიდან, სამუშაო საკითხები თუ პირადი ცხოვრება.
ქალწული: შესანიშნავი დღეა იმისთვის,რომ აუჩქარებლად დაამთავროთ ადრე დაწყებული საქმეები, გადაჭრათ მიმდინარე ამოცანები. ახლის დაწყება შეიძლება, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ირგვლივ მყოფები დაგეხმარებიან. მარტო მოქმედება დღეს გაგიჭირდებათ. გაგახარებთ მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ავეჯისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
სასწორი: არ ღირს დღის დაწყება სერიოზული გადაწყვეტილებებით. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით გამოირჩევა. შეიძლება განერვიულდეთ უმნიშვნელო მომენტებზე. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციები, ცხოვრება მარტივი გახდება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და მათ შორის, რომანტიკულიც.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: დღის დაწყება ჩვეული და კარგად ნაცნობი საქმეებით აჯობებს. არახელსაყრელი დროა იმისთვის, რომ რამის შეცვლა ეცადოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავად გაართმევთ თავს მარტივ პრაქტიკულ საკითხებს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სასიამოვნო ურთიერთობების, საინტერესო შეხვედრებითვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა რთული და მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ხართ ყურადღებიანი, მხედველობიდან არც ერთი დეტალი არ გეპარებათ. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში, საჭირო შედეგის მალე მიღებაში. კარგი დღეა სწავლისთვის. ადვილად იმახსოვრებთ იმას, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება გამოგადგეთ წარმატებების მისაღწევად.
თხის რქა: მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ აუჩქარებლად საქმიანობა. ი. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. არაა გამორიცხული, რომ ახალი სამუშაო შემოგთავაზონ მომგებიანი პირობებით. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაგიჩნდეთ. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, საკუთარი საქმეების გადადება მოუწიოს, რომ სხვების შეცდომები გამოასწოროს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
მერწყული: ვარსკვლავები მხარს გიჭერენ და ეს უნდა გამოიყენოთ იმ პრობლემების გადაჭრისთვის, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ. კარგი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ბევრი საზრუნავი გაქვთ, გულგრილი არ დარჩებით სხვების პრობლემებისადმი. ცდილობთ დაეხმაროთ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ახლობლებს.
თევზები: დილა შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. შეგიძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედოთ. თუ საქმის ნაწილს სხვას გადააბარებთ, აუცილებლად გააკონტროლეთ პირადად და დარწმუნდით, რომ არავის არაფერი არ დაავიწყდა. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია, მაგრამ კარგი დროა დასვენების, სასიამოვნო, მათ შორის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0