https://sputnik-georgia.com/20211229/borels-rusetis-motxovnebi-sruliad-miureblad-miacnia-263237984.html
ბორელის პირობები: დიპლომატს რუსეთის მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნია
ბორელის პირობები: დიპლომატს რუსეთის მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნია
Sputnik საქართველო
რუსეთის მოთხოვნები - ეს წმინდა რუსული დღის წესრიგია და სრულიად მიუღებელია, აცხადებს ჟოზეპ ბორელი
2021-12-29T10:57+0400
2021-12-29T10:57+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1406_1920x0_80_0_0_5bf79946cc85496d083874fa7f0ef072.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოთხოვნები მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება და აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეპ ბორელმა.ამის შესახებ დიპლომატმა გაზეთ Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, მოსკოვმა „პირველად წარმოადგინა თავისი დღის წესრიგი წერილობითი ფორმით“, რაც მანამდე არასდროს მომხდარა.„ასე მხოლოდ გამარჯვებულები იქცევიან: ამბობენ, ესა და ეს არის ჩემი პირობებიო“, — აღნიშნა დიპლომატმა.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც იანვარში დაიწყება, შეეხება არა მხოლოდ უკრაინის საკითხს და ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით, არამედ ყველა დარღვევას, რაც კი 1975 წელს ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღების შემდეგ მომხდარა.„ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბევრ მოვლენას და არც იმ მოვლენებს, რომლებიც მოსკოვს საშინაო საქმეებად მიაჩნია“, — აღნიშნა ბორელმა.ამასთან მან დაადანაშაულა მოსკოვი, რომ მას „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირის გარეშე სურს“, რაც აბსურდია და სრულიად მიუღებელი ევროკავშირისთვის.მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და უკრაინაში შემტევი შეიარაღების განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზებია. წყარო: Welt
https://sputnik-georgia.com/20211228/ass-da-ruseti-molaparakebebs-10-ianvars-gamartaven-263202489.html
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1874_1920x0_80_0_0_cff639e5beb2b764c0ea7b0cc31d6024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჟოზეპ ბორელი რუსეთი ევროკავშირი აშშ ნატო
ჟოზეპ ბორელი რუსეთი ევროკავშირი აშშ ნატო
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოთხოვნები მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება და აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეპ ბორელმა.
ამის შესახებ დიპლომატმა გაზეთ Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთის მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები და მოთხოვნა, შეწყდეს ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება — ეს წმინდა რუსული დღის წესრიგი და სრულიად მიუღებელი პირობებია“, — განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, მოსკოვმა „პირველად წარმოადგინა თავისი დღის წესრიგი წერილობითი ფორმით“, რაც მანამდე არასდროს მომხდარა.
„ასე მხოლოდ გამარჯვებულები იქცევიან: ამბობენ, ესა და ეს არის ჩემი პირობებიო“, — აღნიშნა დიპლომატმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც იანვარში დაიწყება, შეეხება არა მხოლოდ უკრაინის საკითხს და ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით, არამედ ყველა დარღვევას, რაც კი 1975 წელს ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღების შემდეგ მომხდარა.
„ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბევრ მოვლენას და არც იმ მოვლენებს, რომლებიც მოსკოვს საშინაო საქმეებად მიაჩნია“, — აღნიშნა ბორელმა.
ამასთან მან დაადანაშაულა მოსკოვი, რომ მას „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირის გარეშე სურს“, რაც აბსურდია და სრულიად მიუღებელი ევროკავშირისთვის.
„ევროკავშირი უნდა ესწრებოდეს ამ მოლაპარაკებებს. ასეთ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციითა და მისი მონაწილეობით ტარდება“, — დარწმუნებულია დიპლომატი.
მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და უკრაინაში შემტევი შეიარაღების განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზებია.