https://sputnik-georgia.com/20211228/ass-da-ruseti-molaparakebebs-10-ianvars-gamartaven-263202489.html
ცნობილია აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების თარიღი და თემები
ცნობილია აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების თარიღი და თემები
Sputnik საქართველო
რუსეთი აშშ-სგან მოითხოვს, უარი უთხრას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ნატოში გაწევრიანებაზე
2021-12-28T10:13+0400
2021-12-28T10:13+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251770420_0:117:2600:1580_1920x0_80_0_0_b04c1d1e4e326af86d365e4d6223764d.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი და ვაშინგტონი იანვრის პირველ დეკადაში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე და შეიარაღებაზე კონტროლთან დაკავშირებით, იუწყება Agence France-Presse თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.ამასთან მან დაასახელა სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრების თარიღებიც.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მზადაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, თუ დასავლეთი არ ირეაგირებს ამ მოთხოვნებზე, შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა აგორდეს.წყარო: Agence France-Presse
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251770420_168:0:2432:1698_1920x0_80_0_0_9451bfe075854d9b16c4222755aff14c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ რუსეთის ნატო უსაფრთხოების გარანტიები
აშშ რუსეთის ნატო უსაფრთხოების გარანტიები
ცნობილია აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების თარიღი და თემები
10:13 28.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი და ვაშინგტონი იანვრის პირველ დეკადაში გამართავენ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე და შეიარაღებაზე კონტროლთან დაკავშირებით, იუწყება Agence France-Presse თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ამასთან მან დაასახელა სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრების თარიღებიც.
„შეერთებული შტატები და რუსეთი შეიარაღებაზე კონტროლისა და უკრაინის თემებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. მოსკოვისა და ნატოს დიალოგი, როგორც მოსალოდნელია, 12 იანვარს შედგება, ხოლო ეუთოსთან მოლაპარაკებები 13 იანვარს გაიმართება“, — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მზადაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, თუ დასავლეთი არ ირეაგირებს ამ მოთხოვნებზე, შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ტალღა აგორდეს.