თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი მიიღეს - რაზე დაიხარჯება თანხები

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას მოხმარდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.
მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტის ასიგნებები მიმართული იქნება იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც თბილისის მერი მოსახლეობას წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაჰპირდა.
ხმალაძის განმარტებით, ასიგნებების საერთო მოცულობიდან - 1,545 მილიარდი ლარიდან 1,3 მლრდ ლარი საბიუჯეტო ნაწილია, ხოლო დანარჩენი თანხა კრედიტია, რომელიც 240 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, 75 მლნ შემოვა პრივატიზაციიდან. საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 757 მლნ ლარს, მათ შორის 210 მლნ - ქონების გადასახადიდან და 547 მლნ - დამატებული ღირებულების გადასახადი.
„სპეციალური ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აძლევს მუნიციპალიტეტს, არის 225 მლნ ლარი, რომელიც მიმართულია პირდაპირ პროექტებზე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) მომსახურების მიზნით 43,5 მლნ ლარი. სხვა შემოსავლები შეადგენს 203 მილიონს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც მიმდინარე, ისე ახალი პროექტები, რომლებიც 2022 წელს დაიწყება.
ხმალაძის თქმით, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი - ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი - პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ - ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ხოლო 8 მლნ ლარი - დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის.
კალაძემ თბილისის განვითარების ექვსი მიმართულება დაასახელა>>
უახლოეს წლებში დედაქალაქის ბიუჯეტის 1,7 მლრდ ლარამდე გაზრდა იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0