მოსაზრება: ბრიტანელები უკრაინიდან გასაქცევად ემზადებიან

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
ალექსანდრ ხაბაროვი
ბრიტანელი სამხედროები უკვე მზად არიან, თუ რამე მოხდა, უკრაინიდან გაიქცნენ. ევაკუაციის გეგმების შესახებ ინგლისურმა გამოცემა Daily Express-მა დაწერა ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესზე დაყრდნობით, რომელმაც ყველა დაარწმუნა, რომ მისი ხელქვეითები არ შეებრძოლებიან რუსებს უკრაინის ტერიტორიაზე – ეს „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოაო“. გაზეთის ცნობით, ბრიტანელების უმეტესობა ქალაქ იავოროვის მიდამოშია განლაგებული, იქიდან პოლონეთამდე ერთი ხელის გაწვდენაა, სადაც იგეგმება კიდეც ევაკუაცია, „თუ რუსეთთან ომი დაიწყება“.
უკრაინაში ბრიტანული ჯგუფის სიდიდის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-საიტზე ნათქვამია შემდეგი: „ბრიტანული არმია უკრაინას დახმარებას შეიარაღებული ძალების წვრთნით უწევს <...> დაწყებული საბაზისო სფეროდან საველე და სამედიცინო მომზადებით, და დასრულებული სნაიპერებთან, ჯავშანტექნიკასა და არტილერიასთან ბრძოლის კურსებით“. ცნობილია, რომ იქ, საველე ინსტრუქტორების გარდა, კიბერსაფრთხეების აღკვეთის (და ამავდროულად შექმნის) მიზნით სპეციალისტებიც გაგზავნეს.
ნახშირი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რუსეთი უკრაინის ეკონომიკას მხარს აძლევს
არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის თანახმად, დონბასის იმ ნაწილში, რომელსაც კიევი აკონტროლებს, ქიმიური იარაღის ბრიტანელი სპეციალისტების ჯგუფი იმყოფება. დონეცკში დაასკვნეს, რომ მოწინააღმდეგე ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით თავდასხმისთვის ემზადება.
2018 წელს გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მისი უდიდებულესობის არმიის ჰიბრიდული 77-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მოქმედებდნენ, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ „ერთად შეეკრიბა ყველა შესაძლებლობა თანამედროვე ომებისა და კონფლიქტების გამოწვევებზე რეაგირებისთვის, ვინაიდან ბრძოლის ველზე მოქმედება ყოველთვის არ საჭიროებს მხოლოდ ძალადობას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — საინფორმაციო ომის წარმოებისთვის. ამ უკანასკნელს, განსაკუთრებით ახლა, რუსეთის მხრიდან გაბერილი „სამხედრო საფრთხის“ ფონზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ლონდონისთვის — გაცილებით მეტი, ვიდრე უკრაინისთვის სამხედრო კატარღების მშენებლობაა ან იქ ძველი ჯავშანტექნიკის გაგზავნა იყო 2015 წელს.
დღე არ გადის, რომ ბრიტანულ პრესაში არ გაჩნდეს რუსეთზე ლაპარაკის საინფორმაციო საბაბი, რომელიც „უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება“. თუ საბაბი არ არის, მაშინ შეგიძლიათ მოიქცეთ ისე, როგორც ბრიტანეთის უსაფრთხოების საკითხების სახელმწიფო მდივანი დემიან ჰაინდსი მოიქცა: მან უბრალოდ შეიყვანა რუსეთი დიდი ბრიტანეთისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში — ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად: „მათ შეუძლიათ და აწარმოებენ საინფორმაციო ოპერაციებს და მონაწილეობენ მათში სხვადასხვა გზით“. ამ სფეროში თავად ლონდონის ენერგიულ ქმედებებზე მინისტრი მოკრძალებულად დუმს, თუმცა საამაყო აქვს.
აშშ-ის და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
მსოფლიო დღეს
ცნობილია აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებების თარიღი და თემები
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საგნობრივი მოლაპარაკებების წინ ინგლისი სამმაგი ენერგიით ძერწავს „მზაკვარი კრემლის“ იმიჯს. მთავარი ამოცანაა, არ დაუშვან ობიექტური შეფასება იმისა, რაც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში ხდება.
ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით ვლადიმირ პუტინმა უკიდურესად გასაგები პოზიცია ჩამოაყალიბა. „რუსეთს არ სურს მის საზღვრებზე უცხოური დაჯგუფებების ხილვა. ეს არც ისე რთული გასაგებია. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ჩინეთს რომ ალიანსი შეექმნა კანადასთან? ძლიერი სახელმწიფოები ასეთ რამეს არ ითმენენ“, — ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშუა შიფრინსონი მიიჩნევს, რომ პუტინის მოთხოვნები სამართლიანია. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ნატოსა და უკრაინის შემთხვევაში საუბარია რუსეთის მიმართ შეგნებულად მტრულ ალიანსზე.
დასავლეთის კოლექტიური პოზიციაა, არავითარ შემთხვევაში არ აღიაროს აშკარა. „ნატოს ქვეყნების მეშვეობით [უკრაინისთვის] იარაღის მიწოდების განბლოკვა პრიორიტეტი უნდა იყოს <...>. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოების საკვანძო საკითხია და მოკავშირეები მზად არიან, უარი თქვან რუსეთთან ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე“, — წერს ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის თანამშრომელი ორისია ლუცევიჩი, განიხილავს რა უკრაინელების საომარ მზადყოფნას. — „უკრაინის იარაღით ხელში დაცვის სურვილი მისი მოქალაქეების 60 პროცენტმა გამოთქვა“.
ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
„წითელი ხაზები და უკრაინა“: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა
ჯერ ლონდონურმა, შემდეგ კი ნიუიორკულმა „თაიმსმა“ იდენტური მასალები გამოაქვეყნეს უკრაინელი რეზერვისტების შესახებ, რომლებიც კიევის შემოგარენში იწვრთნებიან პარტიზანული ომის საწარმოებლად „რუსული შეტევის შემთხვევაში“. „რაც მეტ კუბოს გავუგზავნით, რუსები მით მეტად დაფიქრდებიან“, — უზიარებენ თავიანთ ოცნებებს ბრიტანელ და ამერიკელ მკითხველებს. „პარტიზანების“ საბრძოლო მზადყოფნის შეფასებები ნიუიორკულ გამოცემას უფრო დაბალი აქვს, ვიდრე ლონდონელ ექსპერტ ლუცევიჩს: უკრაინისთვის არა 60, არამედ 24 პროცენტია მზად საბრძოლველად. ასეთი სხვაობა კვლევის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, თუ ის საერთოდ ჩატარდა. დასავლურ პრესაში უკრაინელებს პაიკებივით ამოძრავებენ, მათ მაგივრად წყვეტენ, რა უნდათ და რა არ უნდათ მათ.
მსგავსი რამ იმ წლებში ხდებოდა, როცა „არაბული გაზაფხული“ იწყებოდა. მაშინ კუნძულზე ასევე წერდნენ სასტიკ რეჟიმებზე და მამაც წინააღმდეგობაზე, მხარს უჭერდნენ პირდაპირ პროვოკაციებს, რათა შემდეგ მოჩვენებითი თანაგრძნობით დაეთვალათ მსხვერპლი და სიამოვნებით ჩამოეხრჩოთ „დესპოტები და ტირანები“, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
ავღანეთში „ფოცხზე დაბიჯების“ შემდეგ, ნატოელი მოკავშირეები უკვე გადასხვაფერდნენ: აღმოჩნდა, რომ მათ უბრალოდ „გამოათავისუფლეს ძალები მსოფლიოს სხვა ნაწილებში მოქმედებისთვის“. ასე განმარტა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ქაბულიდან გაქცევა. კონკრეტულად სად „აპირებენ მოქმედებას“, არ დააკონკრეტა.
თუმცა ავღანეთის ფიასკოს უკვალოდ არ ჩაუვლია: უკრაინაში „პუტინის მოსალოდნელი შეჭრის“ გარშემო ისტერიის გაღვივებით, ბრიტანელმა სამხედრო ლიდერებმამაშინვეგანაცხადეს, რომ, თუ რამე, უკვე მზად არიან იქიდან გასაქცევად. გონივრულია, ვერაფერს იტყვი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0