აზარაშვილი: დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა

© Ministry of Defence of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილმა ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პრემიერ- მიინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ზურაბ აზარაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. მანამდე მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარშვილმა ეკატერინე ტიკარაძე შეცვალა, რომელმაც ამ თანამდებობის დატოვების შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადა. ოპოზიციური მასმედიის ვერსიით, ამის მიზეზი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონფლიქტი იყო.

„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას", – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი მინისტრის წარდგენისას აღნიშნა, ზურაბ აზარაშვილი ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრია, მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება, არის ძალიან კარგი მენეჯერი.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა>>
„ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში, მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის სხვადასხვა დროს იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" გენერალური დირექტორი. „თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი. „ტერაბანკის" კომერციული დირექტორი, „კორ სტანდარტ ბანკის" ოპერაციების დირექტორი. „ქართუ ბანკის" პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0