კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

© courtesy of Goderdziკურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კურორტზე შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად ხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, ასევე კონტროლდება მწვანე პასპორტი.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, კოვიდრეგულაციების გამო გოდერძის უღელტეხილზე გრანდიოზული გახსნა არ ყოფილა. სეზონი თოვლის ბაბუების შოუთი გაიხსნა, ადგილზე ასევე იმყოფებიან სპორტსკოლის მოსწავლეები.
კურორტ გოდერძიზე ამჟამად უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, კონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც.
საქართველოში ზამთრის კურორტები იხსნება>>
კურორტზე სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მანამდე მაშველებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში“.
აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. მან კურორტის სტუმრებს სეზონის გახსნა მიულოცა და მომავალ გეგმებზეც ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ რომ კურორტს არაერთი ვიზიტორი ეყოლება და რეგულაციების დაცვით შეძლებს, რომ იმ თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლოს, რომელიც აქ უკვე შეიქმნა და რომლის მშენებლობაც გრძელდება. შემდეგი ორი წლის განმავლობაში დასრულდება ყველა მიმდინარე საინვესტიციო პროექტი აშენდება დაახლოებით 20-მდე ახალი სასტუმრო და სხვა ზამთრის ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა რიჟვაძემ.
სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული წესები და კოვიდ-შეზღუდვებია დაწესებული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელები შეძლებენ საბაგირო გზებით სარგებლობას, სასტუმროებში დაბინავებას, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრობას.
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
როგორ ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტები
შემცირდება გონდოლაში მგზავრების რაოდენობაც. კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანის ნაცვლად ერთ გონდოლაში რვა ადამიანი განთავსდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0