https://sputnik-georgia.com/20211224/tyemalazemganmartavistvisar-seicvleba-transportze-tarifi-263141494.html
ვისთვის არ შეიცვლება ტრანსპორტზე ტარიფი: ტყემალაძის განმარტება
ვისთვის არ შეიცვლება ტრანსპორტზე ტარიფი: ტყემალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
ვისთვის და რატომ არ გაძვირდება ტრანსპორტით მგზავრობა, თბილისი საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა
2021-12-24T19:55+0400
2021-12-24T19:55+0400
2021-12-24T23:13+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
თბილისის საკრებულო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251648007_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f07b98cfc72edadc8e0f38df4b45c44a.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის 55% უფასოდ მგზავრობს ან საშეღავათო ტარიფით სარგებლობს, მათთვის მგზავრობის ტარიფი არ შეიცვლება, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.საქართველოში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ექვსთვიანი აბონემენტი 150 ლარი ეღირება, წლიური აბონემენტის ფასი კი 250 ლარი იქნება.მისი თქმით, თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკურენტუნარიანი გახდეს.„ადამიანებმა, რომლებიც ამჟამად ქალაქში საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, გვსურს ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ მიზნით დედაქალაქის მერია ინფრასტრუქტურის იმგვარად დაგეგმარებას ახორციელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, — აღნიშნა ტყემალაძემ.შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, ერთდღიანი – 3 ლარი; ერთკვირიანი – 20 ლარი; ერთთვიანი – 40 ლარი; სამთვიანი – 100 ლარი; ექვსთვიანი – 150 ლარი; ერთწლიანი კი – 250 ლარი.პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის — 10 თეთრი.
https://sputnik-georgia.com/20211224/kaladze-transportze-tarifi-ki-ar-zvirdeba-iapdeba-263122162.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251648007_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4892d006e0e9a3f73dd61198561280ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი ტარიფი მგზავრობის ღირებულება
ტრანსპორტი ტარიფი მგზავრობის ღირებულება
ვისთვის არ შეიცვლება ტრანსპორტზე ტარიფი: ტყემალაძის განმარტება
19:55 24.12.2021 (განახლებულია: 23:13 24.12.2021) თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის 2022 წლის 1 თებერვლიდან მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათის შეძენა მოუწევთ.
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მოსახლეობის 55% უფასოდ მგზავრობს ან საშეღავათო ტარიფით სარგებლობს, მათთვის მგზავრობის ტარიფი არ შეიცვლება, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. ექვსთვიანი აბონემენტი 150 ლარი ეღირება, წლიური აბონემენტის ფასი კი 250 ლარი იქნება.
„ჩვენ ამავდროულად შემოგვაქვს ევროპული სააბონემენტო სისტემა, რომლითაც ტარიფი ყველასთვის გაიაფდება... იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პასიური მომხმარებლები არიან, შესაძლოა, მათთვის გაძვირდეს, მაგრამ აქტიური მომხმარებლებისთვის, მათთვის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან მომავალში მეტად ისარგებლებენ, ნამდვილად იაფდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ვადიანი აბონემენტის შეძენით კიდევ უფრო მეტჯერ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, — განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკურენტუნარიანი გახდეს.
„ადამიანებმა, რომლებიც ამჟამად ქალაქში საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან, გვსურს ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ მიზნით დედაქალაქის მერია ინფრასტრუქტურის იმგვარად დაგეგმარებას ახორციელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, — აღნიშნა ტყემალაძემ.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, ერთდღიანი – 3 ლარი; ერთკვირიანი – 20 ლარი; ერთთვიანი – 40 ლარი; სამთვიანი – 100 ლარი; ექვსთვიანი – 150 ლარი; ერთწლიანი კი – 250 ლარი.
პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კვლავინდებურად 20 თეთრი ეღირება, სოციალურად დაუცველებისთვის — 10 თეთრი.