Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სჭირდებათ თუ არა PCR–ტესტი უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლისას: მკაფიო განმარტება

© AP Photo / Bob EdmePCR-ტესტი
PCR-ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
არასტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს საზღვრები გახსნილია.
ქვეყანაში შემოსვლის გამარტივებული წესები, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, მეზობელი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოსული უცხოელებისთვის.
პანდემიის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შემოსვლის პირობები არაერთხელ შეიცვალა. ამიტომ ბევრს აინტერესებს, საჭიროა თუ არა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე აცრილი მოქალაქეებისთვის.
Sputnik-საქართველო ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველებს საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელებისთვის მოქმედ წესებს აცნობს.

საჭიროა თუ არა PCR–ტესტი საქართველოში?

საქართველოში საჰაერო გზით შემოსულ არცერთ აცრილ უცხოელს PCR–ტესტის პასუხი არ სჭირდება, თუ მას თან აქვს კორონავირუსზე ნებისმიერი პრეპარატით ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთი. ერთკომპონენტიანი ვაქცინებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულია მხოლოდ Johnson & Johnson-ის პრეპარატი.
PCR ასევე არ არის საჭირო, თუ უცხოელს კორონავირუსი ბოლო 100 დღის განმავლობაში აქვს გადატანილი, რაც დადებითი PCR-ტესტით დასტურდება, და აცრილია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით. ამასთან ინფიცირებისა და ვაქცინაციის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ აცრის მომენტიდან 14 დღე მაინც უნდა იყოს გასული. ამ შემთხვევაში საქართველო ცნობს მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ვაქცინებს: AstraZeneca-ს, Moderna-ს, Pfizer-ს, Sinopharm-ს, Sinovac-სა და Johnson & Johnson-ს.
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარზე PCR–ტესტის წარდგენა აღარ დასჭირდებათ
რაც შეეხება სახმელეთო და საზღვაო საზღვრების კვეთას, ამ შემთხვევაში უცხოეთის მოქალაქემ დამატებით აუცილებლად უნდა წარმოადგინოს PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენებზე. ტესტი გაკეთებული უნდა იყოს საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში.
ვაქცინირებულებს წინასწარი რეგისტრაცია არ მოეთხოვებათ.
ვაქცინაციის გარეშე, მხოლოდ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენით საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლიათ შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებს:
ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აშშ, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ბაჰრეინი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კუვეიტი, ჩინეთი, მოლდოვა, სამხრეთ კორეა, ომანი, სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, მონტენეგრო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, იორდანია, ანდორა, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ერაყი და ლიბანი.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს უცხოელი ვალდებულია გაიკეთოს განმეორებითი PCR–ტესტი.
საქართველოში ჩამოსული აუცრელი უცხოელები ვალდებული არიან წინასწარ შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში საცხოვრებლად გაჩერების ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია. ანკეტის შევსება შესაძლებელია ბმულზე.
10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის PCR–ტესტირება საჭირო არ არის.
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ომიკრონის საფრთხე: საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის ახალი წესები ამოქმედდა
კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ გავრცელების საშიშროების გამო საქართველოში დაწესებულია 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ინდოეთიდან და რვა აფრიკული ქვეყნიდან – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, მოზამბიკიდან და მალავიდან ჩამოსულთათვის. უცხოელი მოქალაქეებისთვის — საკუთარი ხარჯით. 14-დღიანი იზოლაციის შემდეგ მათ უნდა გაიკეთონ PCR–ტესტი.

სახმელეთო გზით საქართველოში შესვლისა და გასვლის წესები რუსეთის მოქალაქეთათვის

რუსეთიდან საქართველოში შემოსვლა შეზღუდულია რუსეთის №763-p განკარგულებით: სახმელეთო საზღვრის კვეთისთვის რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული საფუძველი. ტურიზმი ამ ჩამონათვალში არ შედის.
რუსეთში საქართველოდან შესვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0