https://sputnik-georgia.com/20211124/vaqcinirebulebs-sazgvarze-pcr-testi-agar-daschirdebat-262331706.html
საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარზე PCR–ტესტის წარდგენა აღარ დასჭირდებათ
საქართველოს ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარზე PCR–ტესტის წარდგენა აღარ დასჭირდებათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდებიან, PCR–ტესტის გაკეთება აღარ დასჭირდებათ... 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T15:07+0400
2021-11-24T15:07+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249377323_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_8ed4fc9caf35ba5eb8b824ea9e09e5ce.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდებიან, PCR–ტესტის გაკეთება აღარ დასჭირდებათ, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.შესაბამისი გადაწყვეტილება ოთხშბათს გამართულ საბჭოს სხდომაზე მიიღეს.რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით ბრუნდებიან, ისინი სავალდებულო PCR–ტესტის წარდგენისგან ისედაც გათავისუფლებული იყვნენ.უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.„მწვანე პასპორტებში“ ასახული იქნება თითოეული მოქალაქის კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249377323_469:0:3000:1898_1920x0_80_0_0_c05570b10934f3d53127d5e2c79a9be4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდებიან, PCR–ტესტის გაკეთება აღარ დასჭირდებათ, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ოთხშბათს გამართულ საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, PCR–ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან“, – განაცხადა ღიბრაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო გზით ბრუნდებიან, ისინი სავალდებულო PCR–ტესტის წარდგენისგან ისედაც გათავისუფლებული იყვნენ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
„მწვანე პასპორტებში“ ასახული იქნება თითოეული მოქალაქის კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.