Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ომიკრონის საფრთხე: საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის ახალი წესები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომიკრონის სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში 8 ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 28 ნოემბრიდან გარკვეული რეგულაციები წესდება, გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. იუწყება საქართველოს მთავრობა.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
სამხრეთ აფრიკა
ბოტსვანა
ზიმბაბვე
ნამიბია
ლესოტო
ესვატინი (სვაზილენდი)
მოზამბიკი
მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მეტრო გერმანიაში. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავიორუსის ახალი შტამი ომიკრონი ვრცელდება - ევროპაში პირველი შემთხვევები გამოვლინდა
ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის B.1.1.529-ის ახალი შტამის გამოვლენის შესახებ, რომელიც S-ცილის 32 მუტაციას შეიცავს. მკვლევარების აზრით, ბევრი მათგანი მიუთითებს ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობაზე და ვაქცინებისადმი მდგრადობაზე, მაგრამ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.
ევროკავშირი შეთანხმდა, რომ სამხრეთ აფრიკის შვიდი სახელმწიფოდან შესვლაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები 29 ნოემბრიდან ასევე შეზღუდავს საჰაერო მიმოსვლას აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ტაილანდის, ბრაზილიის, კანადის, იაპონიის და შრი-ლანკის ხელისუფლებამ.
ჯანმოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმომ აფრიკული წარმოშობის COVID-19-ის ახალ საშიშ შტამს ომიკრონი უწოდა
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომიკრონის სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი შტამით ინფიცირების ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ რამდენიმე დაავადებული გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ბელგიაში.
ყველა ახალი ამბავი
0