https://sputnik-georgia.com/20211127/koronavirusis-axali-stami-omikroni-vrceldeba-evropasi-pirveli-semtxvevebi-gamovlinda-262415800.html
კორონავიორუსის ახალი შტამი ომიკრონი ვრცელდება - ევროპაში პირველი შემთხვევები გამოვლინდა
კორონავიორუსის ახალი შტამი ომიკრონი ვრცელდება - ევროპაში პირველი შემთხვევები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი შტამით ინფიცირების ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ რამდენიმე დაავადებული გამოვლინდა... 27.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-27T18:45+0400
2021-11-27T18:45+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
დიდი ბრიტანეთი
გერმანია
ჩეხეთი
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/03/250235090_0:200:2933:1850_1920x0_80_0_0_1cf48e4acd94f5b320214a11bdce8298.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. წინასწარი ინფორმაციით, გერმანიაში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა, განაცხადა ჰესენის მიწის სოციალური საკითხების მინისტრმა კაი კლოზემ. ამის შესახებ РИА Новости წერს.ჩეხეთში კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შესაძლო პირველი შემთხვევის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.„ქალი, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის არსებობაზე, იმყოფებოდა ნამიბიაში და დაბრუნდა ჩეხეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით. ჩვენ ველოდებით მისი ტესტირების შედეგებს, ახლა ის იზოლირებულია, მისი ყველა კონტაქტი მოწმდება“, - განაცხადა მან.„ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.ადრე ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის B.1.1.529-ის ახალი შტამის გამოვლენის შესახებ, რომელიც S-ცილის 32 მუტაციას შეიცავს. მკვლევარების აზრით, ბევრი მათგანი მიუთითებს ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობაზე და ვაქცინებისადმი მდგრადობაზე, მაგრამ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.ევროკავშირი შეთანხმდა, რომ სამხრეთ აფრიკის შვიდი სახელმწიფოდან შესვლაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები 29 ნოემბრიდან ასევე შეზღუდავს საჰაერო მიმოსვლას აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ტაილანდის, ბრაზილიის, კანადის, იაპონიის და შრი-ლანკის ხელისუფლებამ.
https://sputnik-georgia.com/20211127/janmom-afrikuli-warmosobis-covid-19-is-axal-sasis-stams-oikroni-uwoda-262408621.html
დიდი ბრიტანეთი
გერმანია
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/03/250235090_101:0:2832:2048_1920x0_80_0_0_990c0434442c93c535db0498a4891329.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , გერმანია , ჩეხეთი , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , გერმანია , ჩეხეთი , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
კორონავიორუსის ახალი შტამი ომიკრონი ვრცელდება - ევროპაში პირველი შემთხვევები გამოვლინდა
18:45 27.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი შტამით ინფიცირების ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ რამდენიმე დაავადებული გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ბელგიაში
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. წინასწარი ინფორმაციით, გერმანიაში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა, განაცხადა ჰესენის მიწის სოციალური საკითხების მინისტრმა კაი კლოზემ. ამის შესახებ
РИА Новости წერს.
„წუხელ სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ტურისტს აღმოაჩნდა ომიკრონისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მუტაცია. ეჭვები ძალიან სერიოზულია, ადამიანი უკვე იზოლაციაშია გადაყვანილი... გთხოვთ დაიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. თუ გასულ კვირას დაბრუნდით სამხრეთ აფრიკიდან, შეზღუდეთ თქვენი კონტაქტები და გაიარეთ ტესტირება!", - წერს პოლიტიკოსი
Twitter-ზე.
ჩეხეთში კორონავირუსის ახალი სახეობით ინფიცირების შესაძლო პირველი შემთხვევის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
„ქალი, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის არსებობაზე, იმყოფებოდა ნამიბიაში და დაბრუნდა ჩეხეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით. ჩვენ ველოდებით მისი ტესტირების შედეგებს, ახლა ის იზოლირებულია, მისი ყველა კონტაქტი მოწმდება“, - განაცხადა მან.
„ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ადრე ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის B.1.1.529-ის ახალი შტამის გამოვლენის შესახებ, რომელიც S-ცილის 32 მუტაციას შეიცავს. მკვლევარების აზრით, ბევრი მათგანი მიუთითებს ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობაზე და ვაქცინებისადმი მდგრადობაზე, მაგრამ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.
ევროკავშირი შეთანხმდა, რომ სამხრეთ აფრიკის შვიდი სახელმწიფოდან შესვლაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები 29 ნოემბრიდან ასევე შეზღუდავს საჰაერო მიმოსვლას აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ტაილანდის, ბრაზილიის, კანადის, იაპონიის და შრი-ლანკის ხელისუფლებამ.