„სხვაგვარად არ შეგვეძლო“: პუტინმა უკრაინასა და ყირიმზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე 2014 წელს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ მოხდა ეს.
„ვითარების გამწვავება 2014 წელს დაიწყო. ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს არსებობა შეწყვეტილი ჰქონდა, რუსეთის ისტორიული ტერიტორიებისა და ისტორიული რუსი მოსახლეობის ნაწილი რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ რჩებოდა. ჩვენ ამას შევეგუეთ, ნორმალურად მოვეკიდეთ. უფრო მეტიც, ხელს ვუწყობდით ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ვმუშაობდით, ვიმუშავებთ და ვმუშაობთ ყველა მთავრობასთან, რა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისაც უნდა იყოს ის. ყირიმის მიმართ არანაირი ქმედება თავშიც არ მოგვსვლია, მაგრამ რა მოხდა 2014 წელს? სახელმწიფო გადატრიალება − სისხლიანი. ადამიანებს ხოცავდნენ, წვავდნენ. როგორ შეიძლებოდა უარი გვეთქვა დაცვაზე იქ მცხოვრები ადამიანებისთვის? ჩვენ ჩაგვაყენეს სიტუაციაში, როცა სხვაგვარად მოქცევა არ შეგვეძლო“, − თქვა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
პუტინის დიდი პრესკონფერენცია: პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე ისაუბრა
მისი თქმით, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ხელისუფლებაზე და გაუგებარია, რა საჭირო იყო ყველაფრის სახელმწიფო გადატრიალებამდე მიყვანა.
„და ჩვენ უმწეოდ უნდა შევცქეროდეთ იმას, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთში, დონბასში ხდება? ჩვენ იძულებული ვიყავით, რაიმე გაგვეკეთებინა 2014-ში. ასე წარმოიშვა კრიზისი, რომელიც დღეს ვითარდება. უკრაინის ხელისუფლებამ ორჯერ სცადა ძალით გადაეჭრა დონბასის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, უარი ეთქვათ ამაზე. შედეგი? გარემოცვა, დანაკარგები და მინსკის შეთანხმებები. კარგია თუ ცუდი ისინი? ერთადერთი შესაძლებელია. პრობლემა რაშია? – შესრულება არ უნდათ. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსები არააბორიგენ ხალხად გამოაცხადეს. მერე კი რუსების გაძევება დაიწყეს ისტორიული ტერიტორიებიდან“, − დაამატა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი მესამე სამხედრო ოპერაციას ამზადებს და რუსეთს წინასწარ აფრთხილებს, არ ჩაერიოს. პუტინის აზრით, ეს პირველი ვარიანტია, რაზეც რეაგირებაა საჭირო.
მოსკოვის კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთს: რა მოხდება, თუ პირობებს არ მიიღებენ
ამასთან მან არ გამორიცხა უკრაინაში „ანტი-რუსეთის“ შექმნაც − იარაღით „გაბერვითა“ და მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვით.

„როგორ უნდა იცხოვროს შემდგომ ჩვენმა ქვეყანამ? უკან ცქერით? მერე საკითხის გადაჭრისკენ „რადიკალებს უბიძგებენ“. ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ უახლოეს მომავალში ჩვენივე უსაფრთხოების პერსპექტივებზე? დაველოდოთ, როდის დაგვარტყამენ? ეს სერიოზული საკითხია“, − დაასკვნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის წლევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის საგამოფენო ცენტრ „მანეჟში“ ტარდება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრება. ღონისძიებაზე 507 ჟურნალისტია აკრედიტებული.
რუსეთის პრეზიდენტის პირველი დიდი პრესკონფერენცია 2001 წელს ჩატარდა ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. მას შემდეგ ის ყოველწლიურად პასუხობს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როდესაც პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, ასევე 2009-2011 წლები, როდესაც პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0