https://sputnik-georgia.com/20211223/putinis-didi-preskonferencia-263098343.html
პუტინის დიდი პრესკონფერენცია: პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე ისაუბრა
პუტინის დიდი პრესკონფერენცია: პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პანდემიის ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 23.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-23T14:07+0400
2021-12-23T14:07+0400
2021-12-23T20:44+0400
ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263097801_1221:271:3541:1576_1920x0_80_0_0_70d9b9890077099394ae339dd142b330.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პანდემიის ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.მისი თქმით, ეკონომიკურმა ვარდნამ 3% შეადგინა, თუმცა აღდგენის პროცესი სწრაფად წავიდა.როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 8%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ეს პროგნოზირებულზე ბევრად მეტია, თუმცა ასევე მოსალოდნელია რეალური შემოსავლების 3,5%-ით ზრდა.პუტინის თქმით, რუსეთის საგარეო ვალი დაახლოებით 4%-ით შემცირდა და მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური გახდა მსოფლიოში, ხოლო საერთაშორისო რეზერვები 595-დან 625,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.რუსეთის პრეზიდენტის წლევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის საგამოფენო ცენტრ „მანეჟში“ ტარდება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრება. ღონისძიებაზე 507 ჟურნალისტია აკრედიტებული.რუსეთის პრეზიდენტის პირველი დიდი პრესკონფერენცია 2001 წელს ჩატარდა ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. მას შემდეგ ის ყოველწლიურად პასუხობს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როდესაც პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, ასევე 2009-2011 წლები, როდესაც პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263097801_1500:225:3285:1564_1920x0_80_0_0_74cc6ae6ab4e74136dfbb3c27854c79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, რუსეთი
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პანდემიის ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკონომიკურმა ვარდნამ 3% შეადგინა, თუმცა აღდგენის პროცესი სწრაფად წავიდა.
„ჩვენი ეკონომიკა, შეეჯახა რა გამოწვევებსა და იძულებით შეზღუდვებს ეკონომიკაში, მაინც უფრო მობილიზებული და შოკებისადმი მზადმყოფი აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ბევრი განვითარებული ეკონომიკა, „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიც კი“, − აღნიშნა პუტინმა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 8%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ეს პროგნოზირებულზე ბევრად მეტია, თუმცა ასევე მოსალოდნელია რეალური შემოსავლების 3,5%-ით ზრდა.
პუტინის თქმით, რუსეთის საგარეო ვალი დაახლოებით 4%-ით შემცირდა და მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური გახდა მსოფლიოში, ხოლო საერთაშორისო რეზერვები 595-დან 625,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
რუსეთის პრეზიდენტის წლევანდელი პრესკონფერენცია მოსკოვის საგამოფენო ცენტრ „მანეჟში“ ტარდება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი პირადად ესწრება. ღონისძიებაზე 507 ჟურნალისტია აკრედიტებული.
რუსეთის პრეზიდენტის პირველი დიდი პრესკონფერენცია 2001 წელს ჩატარდა ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. მას შემდეგ ის ყოველწლიურად პასუხობს რუსი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როდესაც პრესკონფერენცია არ ჩატარებულა, ასევე 2009-2011 წლები, როდესაც პუტინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.