მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოიმარაგეთ ნუგბარი: თურქული ლირის გაუფასურება Nutella-ს დეფიციტს გამოიწვევს

© Pexels / Anna TukhfatullinaNutella
Nutella - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი − Sputnik. თურქული ლირის კურსის ვარდნამ შესაძლოა უკიდურესად მოულოდნელი შედეგები მოიტანოს და მსოფლიოში შოკოლადის პასტა Nutella-ს დეფიციტი გამოიწვიოს, წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემამ განმარტა, რა კავშირია თურქულ ლირასა და შოკოლადის ნუგბარს შორის.
მისი ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო თვეში თურქული ეროვნული ვალუტის კურსი 40%-ით გაუფასურდა. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი დაბალ საპროცენტო განაკვეთებს უჭერს მხარს, ხოლო ისედაც მაღალი ინფლაციის პირობებში ეს ინვესტორებს ლირაში ნომინირებული აქტივების გაუფასურების შიშებს უჩენს. შესაბამისად, ისინი ცდილობენ „გავიდნენ“ ამ ვალუტიდან.
თურქული ლირა - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
მსოფლიო დღეს
ერდოღანის განცხადებამ თურქული ლირის კურსი ჩამოშალა
თავის მხრივ, ლირის კურსის დაცემას ის მოჰყვა, რომ თურქეთში თხილის წარმოება სერიოზულად გაძვირდა − საზღვარგარეთიდან ქვეყანაში შეტანილი თესლეულის, სასუქისა თუ პესტიციდების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. და ეს იმ ფონზე, რომ 2020 წელს სასუქის ფასი დოლარშიც სამჯერ გაიზარდა. ამის გამო ფერმერები ნაკლებ სასუქს იყენებენ და, შესაბამისად, შედარებით დაბალ მოსავალს იღებენ.
ამას ემატება ისიც, რომ თურქეთში გაძვირდა ელექტროენერგია და სატრანსპორტო მომსახურება, ხოლო მთავრობა მინიმალური ხელფასის დონის აწევას აპირებს. ყველა ამ დამატებითმა ხარჯმა გამოიწვია ის, რომ თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა, ჩათვალეს რა საქმე არარენტაბელურად, წარმოებების დახურვა დაიწყეს.
აია–სოფიას ტაძარი სტამბულში - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოებაზე იმსჯელებენ

რა შუაშია Nutella

თურქთი თხილის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში − მასზე გლობალური მიწოდებების 70% მოდის. ამ ინდუსტრიაში თურქეთის დაახლოებით 4 მილიონი მოქალაქეა დასაქმებული.
აღინიშნება, რომ თურქული თხილის მესამედზე მეტს იტალიური კორპორაცია Ferrero ყიდულობს, რომელიც სწორედ მის საფუძველზე ამზადებს შოკოლადის პასტა Nutella-სა და სხვა ტკბილეულს. თურქული თხილის რაოდენობის შემცირება გარდაუვლად გამოიწვევს ფასების მატებას პროდუქციაზე.
ამიტომ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუ Nutella-ს მოყვარული ხართ, ჯობს მოიმარაგოთ იგი, ვინაიდან გამორიცხული არ არის, ის საერთოდაც გაქრეს მაღაზიების თაროებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0