დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 დეკემბერი

© Pixabay / Bru-nOვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 22 დეკემბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ამაღამ წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეა, მზებუდობა, რომელიც 21 დეკემბერს საღამოს დაახლოებით 20 საათზე დაიწყო.
დიდი ალბათობით, ვერ განახორციელებთ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. დღე სავსეა მოულოდნელი მოვლენებით. მაგრამ სანევრიულო არაფერია – რაც ხდება, მხოლოდ წაგაგდებათ, გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, შანსი, რომ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. არცთუ მარტივი დღეა ურთიერთობებისთვის – შესაძლებელია კამათი, გაუგებრობები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 დეკემბერი, მზებუდობა, ანუ ყველაზე გრძელი ღამე>>
ვერძი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. წარმატებული იქნება დღე მათთვის, ვინც სიმშვიდეს შეინარჩუნებს და პროვოკაციებს არ წამოეგება. გაითვალისწინეთ, რომ დღეს წარმოქმნილი პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. აუცილებლად შეამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია, რათა ვინმემ სპეციალურად არ შეგიყვანოთ შეცდომაში. კარგი დღეა საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისთვის.
გირჩები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ, 2022 წელს – აკრძალული ნივთების „შავი სია"
კურო: საქმეებში სიფრთხილე არ გაწყენთ. ნამდვილად არაა ხელსაყრელი დღე იმისთვის, რომ დაუფიქრებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები, კარდინალურად შეცვალოთ გეგმები. სამუშაოსთან დაკავშირებით ზედმეტი არ იქნება, თუ სანდო ადამიანის რჩევას მოუსმენთ. მთლიანობაში საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. თუ დღის პირველ ნახევარში დროს ფუჭად არ დაკარგავთ, წარმატებების მეტი შანსი გაქვთ.
ტყუპი: დღე საკმაოდ იღბლიანად იწყება, ამიტომ არ ღირს დიდი ხნით საქმეების გადადება, რადგან დილით მათთან ხარისხიანად და სწრაფად გამკლავების მეტი შანსია. ასევე კარგი იქნება სერიოზული საკითხების დილითვე განხილვა, რადგან საღამოს საერთო ენის გამონახვა გართულდება. კარგი დღეა გარემოს გამოცვლისთვის, ხანმოკლე მგზავრობისთვის. გზაში არაა გამორიცხული სასიამოვნო ნაცნობობა.
კირჩხიბი: საინტერესო დღე, რომელიც შეეფერება ახალი საქმის დაწყებას ან თამამი იდეის რეალიზებას. თქვენი წამოწყებები იღბლიანი იქნება. შეეჭიდეთ იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია. კარგი დღეა მუშაობის, სწავლის ან შემოქმედებითვის აუცილებელი ნივთების შესაძენად. დღის მეორე ნახევარი ინფორმაციის შეგროვებასა და ანლიზს დაუთმეთ. თუ გეგმა გაქვთ, დააზუსტეთ მისი დეტალები – ახლა არც ერთი წვრილმანი არ გამოგეპარებათ.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: დღე, შესაძლოა, არცთუ სასიამოვნოდ დაიწყოს. არაა გამორიცხული, თავი შეგახსენოთ რაღაც ძველმა პრობლემებმა, ან ახალი გაჩნდეს. მაგრამ არ ინერვიულოთ. ყველაფერი გამოგივათ, თუ დაბრკოლებების წინაშე უკან არ დაიხევთ, არ აჩქარდებით და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, საქმეების გაკეთება გაიოლდება.
ქალწული: არახელსაყრელი დღეა გრძელვადიანი გეგმების დასაწყობად. არ ღირს ჩანაფიქრზე უარის თქმა რამე ახლის გამო. ახლა შეიძლება გაგიჭირდეთ სიტუაციის რეალურად შეფასება, ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობებში გარკვევა. მაგრამ შესანიშნავად გაუ7მკლავდებით ყოველდღიურ საქმეებს, მიმდინარე საკითხებს. კარგი დღეა უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის. არ გადაიღალოთ, ხანდახან შეისვენეთ ხოლმე.
სასწორი: დღე არასტაბილური ემოციური ფონით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებით საგრძნობია დილით – განწყობა ხშირად გეცვლებათ. ეცადეთ, წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. სერიოზული საკითხების განხილვა გადადეთ – მოგვიანებით ამისთვის ბევრად ხელსაყრელი დრო დადგება. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად – საკუთარი შრომის შედეგებით კმაყოფილი დარჩებით. მოსალოდნელია თანხის მიღება.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. ენთუზიაზმით ეკიდებით რთულ საქმეებს და ხვდებით, რომ შეგიძლიათ მათთან გამკლავება, საჭირო შედეგის სწრაფად მიღება. მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, რომელთა წყალობით ისეთ შესაძლებლობებს დაინახავთ, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. კარგი დღეა ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად.
მშვილდოსანი: არცთუ ნაყოფიერი, მაგრამ სასიამოვნო და საინტერესო დღეა. კარგი იქნება ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში. შეიძლება თავი შეგახსენონ ძველმა მეგობრებმა, ყოფილმა კოლეგებმა. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, ასევე ნაცნობობა, რომელიც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. ზოგი თქვენგანი ახალ მეგობარს შეიძენს. არაა გამორიცხული სამსახურებრივი რომანის დაწყება.
თხის რქა: იღბლიანი, ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელოდებათ. სავარაუდოდ, მიიღებთ ღირებულ ინფორმაციას. ყურადღებით იყავით, რადგან ნებისმიერმა წვრილმანმა, შესაძლოა, საინტერესო აზრი გააჩინოს, გიკარნახოთ, საით აჯობებს გზის გაგრძელება. წარმატებებია მოსალოდნელი საქმეებში, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება და ფანტაზიის უნარია საჭირო. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მერწყული: დილით დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ეს შესანიშნავი დროა სასარგებლო საქმიანობის, სერიოზული საკითხების გადაწყვეტისთვის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების განხილვა მეგობრებთან. დღის მეორე ნახევარში გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა აჰყვეთ ემოციებს, უნდა გააკონტროლოთ განწყობა. ეცადეთ, არ განერვიულდეთ წვრილმანების გამო, არ გაბრაზდეთ, თუ რამე ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ.
თევზები: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ნებისმიერ თემაზე მსჯელობა დაგეხმარებათ სწორი პასუხების პოვნაში. ზოგიერთი თქვენგანი საერთო ენას გამონახავს მათთან, ვისაც აქამდე ვერ ეწყობოდა, მეტოქეებს მოკავშირეებად აქცევს. არ არის გამორიცხული საქმიანი წინადადების მიღება, რომელიც კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ. შეყვარებულ თევზებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, რაც აამაღლებს თქვენს განწყობას.
ყველა ახალი ამბავი
0