დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 დეკემბერი, მზებუდობა, ანუ ყველაზე გრძელი ღამე

CC BY 2.0 / Jon Bunting / Winter Solsticeზამთრის მზებუდობა
ზამთრის მზებუდობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 21 დეკემბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ესაა ყველაზე არააქტიური მზის დრო, რომელსაც მზებუდობა ეწოდება. გველოდება ყველაზე ხანგრძლივი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამ დღეს დგება ასტრონომიული ზამთარი და სრულდება ასტრონომიული შემოდგომა.
ამ დღეს უძველესი დროიდან ენიჭებოდა მისტიკური მნიშვნელობა, ამიტომ ეს დრო დიდი სიფრთხილით უნდა გავატაროთ.
მზებუდობის დღეს მზე მაქსიმალურად იქნება მოშორებული ეკვატორს და ჰორიზონტზე მინიმალურ დონეზე გამოჩნდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 დეკემბერი>>
მზებუდობა, ანუ ნაბუნიობა (ესე არს დეკენბერსა რა მზემ მატება იწყოს, გინა ივნისს რა კლება იწყოს) - ეს არის მისტიკური დრო, რომელსაც ყველა დროში დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ის გათავისუფლებისა და აღორძინების დროდ მიიჩნევა.
ამ დღეს კარგი იქნება საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის გასუფთავება, გასული წლის შეჯამება. არ ღირს მომავლის დაგეგმვა. გეგმების შედგენა კარგი იქნება 22–23 დეკემბერს გამთენიისას.
21 დეკემბერს მზე თხის რქის ნიშანში გადადის.
ვერძი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად ხვდებით, რა სურთ ადამიანებს, რას ფიქრობენ და რას ელოდებიან თქვენგან. მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები საქმიან სფეროში, რომლისთვისაც მზად არ იყავით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რაც ირგვლივ ხდება, თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის. ამიტომ ნუ ეცდებით დაგეგმილის შესრულებას. მზებუდობა სტრესისა და განგაშის შეგრძნებებს მოგიხსნით.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: ნაბუნიობის დღეს თავს თავისუფლად ვერ იგრძნობთ, თუმცა თქვენთვის მომზადებული სხვადასხვა სახის გამოცდა პირადი კრიზისის დაძლევაში დაგეხმარებათ. გაჩნდება ახალი საქმეები და ამოცანები. ინტუიცია გიკარნახებთ, რომ მათ ნაცადი მეთოდებით ვერ გაუმკლავდებით; იმპროვიზაცია დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. დროს გამონახავთ ირგვლივ მყოფების დასახმარებლად. ამის წყალობით შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს დაძაბული ურთიერთობები.
ტყუპი: მზებუდობის დღეს უნდა დაივიწყოთ ძველი წყენები, შეწყვიტოთ სხვების კრიტიკა იმის გამო, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ თქვენ გაკეთებულ საქმეებს. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი მუშაობისთვის, უჩვეულო ამოცანების ამოხსნისთვის. სახლში გარკვეული უთანხმოებებია მოსალოდნელი, დიდი ალბათობით, ყოფითი საკითხების გამო. თუმცა სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.
კირჩხიბი: ნაბუნიობის დღეს შეძლებთ საკუთარი საზღვრების დაცვას და თქვენით მანიპულირების მცდელობის აღკვეთას. ნაყოფიერი დღეა, სწრაფად გაუმკლავდებით ბევრი პრობლემის გადაწყვეტას, რაშიც ხშირად გეხმარებათ დაკვირვების უნარი და ფანტაზია. გარშემომყოფებთან ცოტა გართულდება საერთო ენის პოვნა, რადგან ვერ იგებთ, რა სურთ მათ, რატომ იქცევიან ასე თუ ისე. მაგრამ ღია კონფლიქტების საშიშროება არ არის.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
ლომი: მზებუდობის დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ გათავისუფლდეთ ადამიანებისგან, რომლებიც სხვების ხარჯზე ცხოვრობენ და გარშემომყოფებს უადგილო ნათქვამებით გულს ტკენენ. დღეს ბევრს აინტერესებს თქვენი იდეები, გთავაზობენ მხარდაჭერას. საერთო საქმეები დაგაახლოებთ და არ არის გამორიცხული, მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობაც დაიწყოს. გაგიჭირდებათ საოჯახო პრობლემებთან სწრაფად გამკლავება.
ქალწული: დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი მისიაა, რომ განვლილი წლიდან ცხოვრებისეული გაკვეთილი გამოიტანოთ. დროს უქმად ნუ დაკარგავთ. დღე ძალიან ხელსაყრელად დაიწყება. სჯობს დამოუკიდებლად მოქმედება, რათა დრო არ დაკარგოთ განმარტებებზე. დღის მეორე ნახევარიც კარგად აეწყობა, თუმცა უფრო მშვიდი პერიოდი იქნება. მოგეცემათ დასვენების საშუალება. შეგიძლიათ დრო ახლობლებთან გაატაროთ.
სასწორი: უნდა გწამდეთ, რომ ცხოვრებაში რთულ პერიოდს ყოველთვის მოჰყვება ნათელი დრო. შესანიშნავი დღეა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ძალიან იოლად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან. ბევრი თქვენგანი დაემშვიდობება სტერეოტიპებს, ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ. დღის მეორე ნახევარში შედარებით რთული საქმეები შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ მათ სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდეთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას, გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება სანუკვარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. შესაფერისი დღეა სიმტკიცის გამოსაჩენად. ამის წყალობით მიაღწევთ იმას, რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ თქვენც და სხვებსაც. მოქმედებთ თანამიმდევრულად, რაც შეცდომებსა და გაუგებრობებს აგაცილებთ თავიდან. ურიგო არ იქნება, თუ ახლობლებთან მიმართებით დამთმობი და დელიკატური იქნებით.
მშვილდოსანი: მზებუდობის დღეს არაა გამორიცხული, წარსულის პრობლემებს გადააწყდეთ. დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოთ დაგეგმილი საქმეები. დიდი ალბათობით, მათ ბოლომდე ვერ მიიყვანთ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამთ. ირგვლივ მყოფებთან ყოველთვის ადვილი არ არის საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მოთმინების წყალობით ზედმეტ კამათსა და კონფლიქტებს აირიდებთ თავიდან, ასევ არ წამოეგებით პროვოკაციებს.
თხის რქა: მზებუდობის დღე შესანიშნავ შანსს გაძლევთ, რომ გამოასწოროთ წარსულის შეცდომები, რათა ხელიდან არ გაუშვათ წარმატებული მომავალი. თუ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი, მზად იყავით იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მოგიწევთ საქმიანობა. ცდილობთ, ყველაფერში საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. საღამო შეყვარებულ თხის რქებს რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: სჯობს, არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები და სერიოზული საუბრები – ამისთვის საუკეთესო დრო დღის პირველი ნახევარია. გაჩნდება ბიზნესთან და სამუშაოსთან დაკავშირებული ახალი გეგმები. ასევე არაა გამორიცხული, რომ შემოსავლების ახალი წყარო იპოვოთ. პირად ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. ასტროლოგების რჩევაა, მზებუდობის დღეს არ იჩქაროთ, რათა თქვენმა დაძაბულობამ საქმე არ გაგიფუჭოთ.
თევზები: მზებუდობა გაძლევთ შანსს, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამას მოახერხებთ, თუ გონებას დაუგდებთ ყურს და ემოციებს არ აჰყვებით. დღეს ყველაფერი მარტივად არ გამოგივათ. მოთმინებით აღიჭურვეთ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები სჭარბობს. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის – ის მრავალ სასიამოვნო მოგონებას დაგიტოვებთ.
ყველა ახალი ამბავი
0