Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეფექტურია COVID-19-ის ყველა შტამის მიმართ: ამერიკელმა სამხედროებმა სუპერვაქცინა შექმნეს

© AP Photo / John Locherვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის ვოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში წარმოადგენენ ვაქცინას, რომელიც COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის „ომიკრონის“ წინააღმდეგაც ეფექტურია, იუწყება Defense One.
გამოცემას ამის თაობაზე ცენტრის ახალი ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორმა კაივონ მოჯარადმა აცნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველმა კლინიკურმა კვლევებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
COVİD-19  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
არაეფექტურია „ომიკრონის“ წინააღმდეგ: დასახელდა ორი პოპულარული პრეპარატი
მანამდე, ოქტომბერში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის არმიის მეცნიერთა ჯგუფი უნივერსალური ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ადამიანს კორონავირუსის ყველა ვარიანტისგან დაიცავდა. გამოცემის ცნობით, სულ მსოფლიოში „პანკორონავირუსული ვაქცინის“ შექმნაზე მკვლევართა დაახლოებით 20 ათასამდე ჯგუფი მუშაობს.
მომჭიდებელი ფერიტინის ნანონაწილაკების საფუძველზე შექმნილმა ვაქცინამ, რომელსაც SpFN (spike ferritin nanoparticle) ეწოდა, უკვე წარმატებით გაიარა გამოცდა ცხოველებზე. სუპერვაქცინის კლინიკური გამოცდის პირველი ფაზა დეკემბერში დასრულდა.
როგორც მოჯარადმა განაცხადა, სპეციალისტები ამ დროისათვის დამამთავრებელ შემოწმებას ატარებენ.
სამეცნიერო კვლევები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ შტამი 70-ჯერ სწრაფად მრავლდება „დელტასთან“ შედარებით: მეცნიერების დასკვნა
მისი თქმით, ვაქცინის ადამიანებზე კლინიკურ გამოცდებს იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ეს თავიდან იყო მოსალოდნელი. ეს იმის გამო, რომ კვლევისთვის იმ ადამიანების მოძიება იყო საჭირო, რომლებიც მანამდე არც კორონავირუსით ყოფილან ინფიცირებულები და არც ვაქცინაცია ჰქონდათ გავლილი.
აღინიშნება, რომ შემდგომი ნაბიჯი იქნება დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ახალი ვაქცინა იმ ადამიანებზე, რომლებიც მანამდე იყვნენ ვაქცინირებული, ან COVID-19 აქვთ გადატანილი.
ყველა ახალი ამბავი
0