Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

არაეფექტურია „ომიკრონის“ წინააღმდეგ: დასახელდა ორი პოპულარული პრეპარატი

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშიCOVİD-19
COVİD-19  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ორი პოპულარული პრეპარატი, რომლებსაც ექიმები კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ იყენებდნენ, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ნაკლებეფექტურად ცნეს, იუწყება АВС News-ი კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც წამლების მწარმოებელმა კომპანიებმა ჩაატარეს.
საუბარია ანტისხეულების საფუძველზე დამზადებულ Regeneron-სა და Eli Lilly-ზე. აღნიშნული პრეპარატები დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოიყენებოდა და პოპულარული იყო ამერიკელ ექიმებს შორის, ვინაიდან დაავადების მძიმედ მიმდინარეობასა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას აღკვეთდა.
ომიკრონის კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
მსოფლიო დღეს
„ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა
თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ წამლების მწარმოებელმა კომპანიებმა განაცხადეს, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ეს პრეპარატები არც ისე ეფექტურია „ომიკრონის“ სამკურნალოდ. შტამი ათობით მუტაციას შეიცავს, რაც ანტისხეულების ვირუსზე შეტევის ძალას ამცირებს.
კომპანიებმა ასევე აღნიშნეს, რომ შეუძლიათ მალევე შექმნან ახალი შტამის საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა მათი გამოჩენა ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ივარაუდება.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ ბრიტანული GlaxoSmithKline-ის პრეპარატი, რომელიც ასევე ანტისხეულების საფუძველზეა დამზადებული, ყველაზე უკეთესია „ომიკრონთან“ ბრძოლისთვის. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს პრეპარატი ჯერჯერობით არ არის შეტანილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, არც აშშ-ში.
მწარმოებელი კომპანია ახლო მომავალში აპირებს წარმოების გაზრდას და უკვე მაისისთვის 2 მლნ დოზას დაამზადებს აშშ-თან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან, იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0