https://sputnik-georgia.com/20211215/omikronis-stami-70-jer-swrafad-mravdelba-deltastan-sedarebit-mecnierebis-daskvna-262890212.html
„ომიკრონის“ შტამი 70-ჯერ სწრაფად მრავლდება „დელტასთან“ შედარებით: მეცნიერების დასკვნა
„ომიკრონის“ შტამი 70-ჯერ სწრაფად მრავლდება „დელტასთან“ შედარებით: მეცნიერების დასკვნა
Sputnik საქართველო
კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს. 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T19:15+0400
2021-12-15T19:15+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875240_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_ca9f2456394a5466ab87b8ceb6468abe.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ აინფიცირებს და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში 70-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ და საწყისი SARS-CoV-2 ვირუსი. ამის შესახებ ნათქვამია ჰონკონგის სპეციალისტების სამეცნიერო კვლევაში.„ომიკრონი“ არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ამ შტამით ინფიცირების შედეგად დიდ ბრიტანეთში გარდაცვალების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.კვლევა ჩაატარეს ჰონკონგის უნივერსიტეტის (HKUMed) მედიცინის სკოლის (LKS) ექსპერტებმა. სწორედ მათ დაამტკიცეს, თუ რამდენად სწრაფად აინფიცირებს „ომიკრონი“ ადამიანის სასუნთქ გზებს, კერძოდ, ბრონქებს.„მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის „ომიკრონის“ ვარიანტი 70-ჯერ უფრო სწრაფად აინფიცირებს და მრავლდება ადამიანის ბრონქებში, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი და საწყისი (ვირუსი - რედ.) SARS-CoV-2. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაეცემა „ომიკრონი“ ადამიანიდან ადამიანზე უფრო სწრაფად, ვიდრე წინა ვარიანტები", – ნათქვამია HKUMed-ის დოკუმენტში.როგორც გაირკვა, როდესაც ადამიანი ავადდება „ომიკრონით“, ფილტვებში ინფექცია გაცილებით ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე საწყისი SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირების დროს. და ეს, როგორც მეცნიერები განმარტავენ, შეიძლება ავადობის მიმდინარეობის შედარებით დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს „ომიკრონით“ ინფიცირებისას.
https://sputnik-georgia.com/20211215/omikronit-da-deltit-inficirebis-sansi-262866952.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875240_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_dab3b0dea429b6bf321667b061a8833f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
„ომიკრონის“ შტამი 70-ჯერ სწრაფად მრავლდება „დელტასთან“ შედარებით: მეცნიერების დასკვნა
19:15 15.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ აინფიცირებს და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში 70-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ და საწყისი SARS-CoV-2 ვირუსი. ამის შესახებ ნათქვამია ჰონკონგის სპეციალისტების სამეცნიერო კვლევაში.
„ომიკრონი“ არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ამ შტამით ინფიცირების შედეგად დიდ ბრიტანეთში გარდაცვალების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
კვლევა ჩაატარეს ჰონკონგის უნივერსიტეტის (HKUMed) მედიცინის სკოლის (LKS) ექსპერტებმა. სწორედ მათ დაამტკიცეს, თუ რამდენად სწრაფად აინფიცირებს „ომიკრონი“ ადამიანის სასუნთქ გზებს, კერძოდ, ბრონქებს.
„მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის „ომიკრონის“ ვარიანტი 70-ჯერ უფრო სწრაფად აინფიცირებს და მრავლდება ადამიანის ბრონქებში, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი და საწყისი (ვირუსი - რედ.) SARS-CoV-2. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაეცემა „ომიკრონი“ ადამიანიდან ადამიანზე უფრო სწრაფად, ვიდრე წინა ვარიანტები", – ნათქვამია HKUMed-ის დოკუმენტში.
როგორც გაირკვა, როდესაც ადამიანი ავადდება „ომიკრონით“, ფილტვებში ინფექცია გაცილებით ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე საწყისი SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირების დროს. და ეს, როგორც მეცნიერები განმარტავენ, შეიძლება ავადობის მიმდინარეობის შედარებით დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს „ომიკრონით“ ინფიცირებისას.