https://sputnik-georgia.com/20211220/zurabisvili-margvelasvils-sexvda-263000791.html
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედს შეხვდა
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედს შეხვდა
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში საქართველოში აქტიურად განიხილავენ ინიციატივას სამი პრეზიდენტის – მოქმედისა და ორი ყოფილის შეხვედრის შესახებ. 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T16:14+0400
2021-12-20T16:14+0400
2021-12-20T21:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24326/56/243265681_0:12:2000:1137_1920x0_80_0_0_4db7556d747ea9433ea74b82765649a5.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა განიხილეს პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური ძალების შერიგებისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის შესახებ. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის გადალახვის ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიის მეშვეობით შეიძლება. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივას მხარი დაუჭირეს პოლიტიკოსებმა, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი შემდეგ მესამე პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან აპირებს შეხვედრას. მან ასეთი შეხვედრისთვის ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.ზურაბიშვილის ინიციატივა შერიგების დაწყების პროცესის შესახებ მოეწონა მიხეილ სააკაშვილსაც და მან ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიწვია, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.უფრო ადრე მარგველაშვილი წინადადებით გამოვიდა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრის ადგილი შეიძლება პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს.წმინდა სინოდის წევრმა, ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ეკლესიის შუამდგომლობის გარეშე მხარეები ვერ შეთანხმდებიან. მან შეხვედრის ადგილად საპატრიარქო შესთავაზა.გასულ კვირაში პრეზიდენტმა რეზიდენციაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები შეკრიბა. ამ შეკრებაზე არ მივიდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მათ განაცხადეს, რომ პროცესის დაწყებას მხარს უჭერენ.შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა – ყველა მხარის ჩართვა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.
https://sputnik-georgia.com/20211217/sezlebs-tu-ara-prezidenti-xelisuflebisa-da-opoziciis-serigebas-262946538.html
https://sputnik-georgia.com/20211213/sesazlebelia-tu-ara-serigeba-yofili-prezidentebi-zurabisvilis-iniciativaze-262828562.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24326/56/243265681_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_dfca6d7960786cd141d244e8a8e68b6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედს შეხვდა
16:14 20.12.2021 (განახლებულია: 21:19 20.12.2021) ბოლო დღეებში საქართველოში აქტიურად განიხილავენ ინიციატივას სამი პრეზიდენტის – მოქმედისა და ორი ყოფილის შეხვედრის შესახებ.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა განიხილეს პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური ძალების შერიგებისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის შესახებ. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის გადალახვის ინიციატივას. მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსვლა საერთო ეროვნული დისკუსიის მეშვეობით შეიძლება. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივას მხარი დაუჭირეს პოლიტიკოსებმა, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.
„ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის ეთერში განხილვასაც არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია პრეზიდენტის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი შემდეგ მესამე პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან აპირებს შეხვედრას. მან ასეთი შეხვედრისთვის ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.
ზურაბიშვილის ინიციატივა შერიგების დაწყების პროცესის შესახებ მოეწონა მიხეილ სააკაშვილსაც და მან ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიწვია, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
უფრო ადრე მარგველაშვილი წინადადებით გამოვიდა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრის ადგილი შეიძლება პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს.
წმინდა სინოდის წევრმა, ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ეკლესიის შუამდგომლობის გარეშე მხარეები ვერ შეთანხმდებიან. მან შეხვედრის ადგილად საპატრიარქო შესთავაზა.
გასულ კვირაში პრეზიდენტმა რეზიდენციაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები შეკრიბა. ამ შეკრებაზე არ მივიდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მათ განაცხადეს, რომ პროცესის დაწყებას მხარს უჭერენ.
შეკრებილებისადმი სიტყვით მიმართვისას საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი დაასახელა: ინკლუზიურობა – ყველა მხარის ჩართვა, პროცესის გამჭვირვალობა და წინაპირობების არარსებობა.