https://sputnik-georgia.com/20211213/sesazlebelia-tu-ara-serigeba-yofili-prezidentebi-zurabisvilis-iniciativaze-262828562.html
შესაძლებელია თუ არა შერიგება – ყოფილი პრეზიდენტები ზურაბიშვილის ინიციატივაზე
შესაძლებელია თუ არა შერიგება – ყოფილი პრეზიდენტები ზურაბიშვილის ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებული მხარეების დასმას, თუ წამყვან როლს თავის თავზე ეკლესია აიღებს? 13.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-13T21:14+0400
2021-12-13T21:14+0400
2021-12-14T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_0:0:3172:1785_1920x0_80_0_0_f5b398eb15c0114b071ec3c3867aad42.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური ძალების შერიგება, საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრა – ეს ერთადერთი რამაა, რასაც ყველა მხარე ეთანხმება. თუმცა, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა, ამაზე მკაფიო პასუხი არავის აქვს.ეს საკითხი წამოწია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, მისი სიტყვებით, საერთო ეროვნული დისკუსიის მეშვეობითაა შესაძლებელი.პოლარიზაცია საქართველოში ყოველი ახალი არჩევნების პარალელურად მატულობს. ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც კონფრონტაციის დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობენ, მაგრამ ურთიერთბრალდებებს არ წყვეტენ.საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივას დროულად და ადეკვატურად აფასებს.მან ხაზი გაუსვა, რომ უკეთესი იქნება, თუ სამი პრეზიდენტის, მათ შორის, სააკაშვილის შეხვედრა, რომელიც სასჯელს იხდის, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.მარგველაშვილის პოზიცია, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს მოეწონა.„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი“, – დაწერა სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.ამასთან, სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, „პარალელურად მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“.სააკაშვილის მხარდამჭერები და თანამებრძოლები ისედაც ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებენ.მსგავსი მიდგომა გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, შეუთავსებელია ერთდროულად შერიგებასა და ისეთ ულტიმატუმებზე ლაპარაკი, რომ სააკაშვილს უნდა ეპატიოს ყველა დანაშაული და გათავისუფლდეს, რომ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდეს.„თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს. შერიგება არ შეესაბამება იმ მოთხოვნასა და ულტიმატუმს, რომელიც ყოველდღე გვესმის... რაც შეეხება თანამშრომლობის ასპექტებს ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საარჩევნო თემასთან თუ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ვალდებულებიც ვართ იმ მანდატიდან გამომდინარე, რომელიც ამომრჩეველმა მოგვცა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.პრეზიდენტის ინიციატივას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ოპოზიციურ პარტია „ლელოში“.„იმედია, პრეზიდენტის განცხადებას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. ეს პროცესი პრეზიდენტის მხრიდან ინიცირებული თუ იქნება, ჩვენ მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. მსგავსი ინიციატივა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რათა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება მოვახერხოთ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შერიგების თუ შეთანხმების პროცესი უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.შექმნილ სიტუაციაში ეკლესიის გარეშე მხარეები შერიგებას ვერ შეძლებენ, ფიქრობს წმინდა სინოდის წევრი, ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი.მისი თქმით, საპატრიარქოში იციან, რა უნდა ითქვას, თანაც ყველა მხარის ღირსების გათვალისწინებით. „ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
https://sputnik-georgia.com/20211211/zurabisvilis-winadadebam-politikosebi-orad-gayo-vin-miujdeba-molaparakebis-magidas-262790679.html
https://sputnik-georgia.com/20211213/deputati-saqakashvilis-ucxoetshi-gagzavna-ar-igegmeba-262817446.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_b47eb16005142bf50acccdac2b7aa9f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
შესაძლებელია თუ არა შერიგება – ყოფილი პრეზიდენტები ზურაბიშვილის ინიციატივაზე
21:14 13.12.2021 (განახლებულია: 11:12 14.12.2021) შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებული მხარეების დასმას, თუ წამყვან როლს თავის თავზე ეკლესია აიღებს?
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური ძალების შერიგება, საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრა – ეს ერთადერთი რამაა, რასაც ყველა მხარე ეთანხმება. თუმცა, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა, ამაზე მკაფიო პასუხი არავის აქვს.
ეს საკითხი წამოწია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი, მისი სიტყვებით, საერთო ეროვნული დისკუსიის მეშვეობითაა შესაძლებელი.
პოლარიზაცია საქართველოში ყოველი ახალი არჩევნების პარალელურად მატულობს. ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც კონფრონტაციის დასრულების მნიშვნელობაზე საუბრობენ, მაგრამ ურთიერთბრალდებებს არ წყვეტენ.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივას დროულად და ადეკვატურად აფასებს.
„იმედი მაქვს, ქალბატონი პრეზიდენტი ნაბიჯებს გადადგამს. პესიმიზმი მაქვს იმ მიმღებლობის მიმართ, რაც ამ ნაბიჯებს შეიძლება ჰქონდეს „ქართული ოცნების" მხრიდან"... ვფიქრობ, რომ ტემპერატურის დაწევის პროცესის დაწყება ძალიან სწორი ნაბიჯია და ეს გადასადგმელია... ეს განცხადება მომეწონა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკეთესი იქნება, თუ სამი პრეზიდენტის, მათ შორის, სააკაშვილის შეხვედრა, რომელიც სასჯელს იხდის, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
მარგველაშვილის პოზიცია, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს მოეწონა.
„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი“, – დაწერა სააკაშვილმა თავის
Facebook-გვერდზე.
ამასთან, სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, „პარალელურად მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის“.
სააკაშვილის მხარდამჭერები და თანამებრძოლები ისედაც ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებენ.
მსგავსი მიდგომა გაუგებარია მმართველი პარტიისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, შეუთავსებელია ერთდროულად შერიგებასა და ისეთ ულტიმატუმებზე ლაპარაკი, რომ სააკაშვილს უნდა ეპატიოს ყველა დანაშაული და გათავისუფლდეს, რომ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდეს.
„თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს. შერიგება არ შეესაბამება იმ მოთხოვნასა და ულტიმატუმს, რომელიც ყოველდღე გვესმის... რაც შეეხება თანამშრომლობის ასპექტებს ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საარჩევნო თემასთან თუ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ვალდებულებიც ვართ იმ მანდატიდან გამომდინარე, რომელიც ამომრჩეველმა მოგვცა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრეზიდენტის ინიციატივას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ოპოზიციურ პარტია „ლელოში“.
„იმედია, პრეზიდენტის განცხადებას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. ეს პროცესი პრეზიდენტის მხრიდან ინიცირებული თუ იქნება, ჩვენ მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. მსგავსი ინიციატივა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რათა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება მოვახერხოთ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შერიგების თუ შეთანხმების პროცესი უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შექმნილ სიტუაციაში ეკლესიის გარეშე მხარეები შერიგებას ვერ შეძლებენ, ფიქრობს წმინდა სინოდის წევრი, ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი.
„დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ავირჩიოთ ერთი მხარე – ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან, რადგან საქართველო ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა... ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, საპატრიარქოში იციან, რა უნდა ითქვას, თანაც ყველა მხარის ღირსების გათვალისწინებით. „ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.