https://sputnik-georgia.com/20211211/zurabisvilis-winadadebam-politikosebi-orad-gayo-vin-miujdeba-molaparakebis-magidas-262790679.html
ზურაბიშვილის წინადადებამ პოლიტიკოსები ორად გაყო: ვინ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას?
ზურაბიშვილის წინადადებამ პოლიტიკოსები ორად გაყო: ვინ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას?
Sputnik საქართველო
მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის სურვილი დღემდე პარტიების ლიდერების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა გამოთქვა. 11.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-11T23:39+0400
2021-12-11T23:39+0400
2021-12-11T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262746258_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_f0ce3dd3834eef352586adec4cf97b4a.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინადადებამ, დაიწყოს საერთო ეროვნული დისკუსია პოლიტიკურ სპექტრში არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ქართველ პოლიტიკოსებში არაცალსახა რეაქცია გამოიწვია - დიალოგისთვის ყველა მზად არ აღმოჩნდა.საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იმატებს. როგორც ხელისუფლება, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაპირისპირების შეწყვეტის მნიშვნელობაზე ერთხმად საუბრობენ, მაგრამ ამასთანავე ურთიერთბრალდებების სერია არ მთავრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და სისტემატიურად მართავს საპროტესტო აქციებს.მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის სურვილი ამ დროისთვის მხოლოდ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და „აღმაშენებლის სტრატეგიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ გამოხატეს.ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტები.ამასთან „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დიალოგი ქვეყნისთვის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს.„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას", - დაწერა ხაზარაძემ თავის Facebook-გვერდზე.არ არის წინააღმდეგი მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას ასევე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.„მზად ვარ, მსგავს პროცესში ჩავერთო, როგორც ერთი მოქალაქე, ამისი საჭიროება თუ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, ვის ვინ უნდა შეურიგდეს; პატარა ბავშვები არ ვართ, გაბუტულები არ ვართ, აქ უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი; იმ ვალდებულებაზე, რომ შევთანხმდეთ, ერთმანეთის განადგურება არ გვინდა“, - ამტკიცებს პაატა მანჯგალაძე.მაგრამ ყველა პოლიტიკოსი არ არის ასე ოპტიმისტურად განწყობილი. პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ არის გულწრფელი და მას რაიმე საფუძველი არ გააჩნია.„შერიგება ვერ შედგება, თუ სამართლიანობის ელემენტარული ნაბიჯები არ გადაიდგა. როცა იცი, რომ გატყუებენ, არჩევნებს გიყალბებენ, ხვალ რომ დაჭირდეთ, სისხლის სამართლის საქმეს აღგიძრავენ. რომელ შერიგებაზე ვსაუბრობთ. არ მჯერა არც იმის, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი აქვს იმისა, რომ რასაც ლაპარაკობს, იმის განხორციელება მოახდინოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.მთავარი მოთამაშეების პირობებითუკი წვრილ პარტიებში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია, ქართული პოლიტიკის მთავარმა მოთამაშეებმა - „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუყოვნებლივ წამოაყენეს მათი შერიგების პირობები.საკუთარი პირობები აქვს „ნაცმოძრაობასაც“, რომლებსაც ის არა ოპონენტებს, არამედ პრეზიდენტს უყენებს.„ვირწმუნებთ ზურაბიშვილის სიტყვებს, როდესაც დავინახავთ, რომ ის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწიოს ტემპერატურამ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.ამასთან მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს სურს კარგად გამოჩნდეს დასავლელი პარტნიორების თვალში და არა რეალური შედეგის მიღწევა.
https://sputnik-georgia.com/20211210/prezidenti-zurabisvili-samitze-demokratisstvis-262770355.html
https://sputnik-georgia.com/20211210/xelisuflebashi-saakashvilis-winadadebas-gadatvirtvis-shesaxeb-upasuxes-262769137.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262746258_187:0:2918:2048_1920x0_80_0_0_cd6682ba33acc31391ef969d35c9d1da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ზურაბიშვილის წინადადებამ პოლიტიკოსები ორად გაყო: ვინ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას?
მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის სურვილი დღემდე პარტიების ლიდერების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა გამოთქვა.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინადადებამ, დაიწყოს საერთო ეროვნული დისკუსია პოლიტიკურ სპექტრში არსებული დაძაბულობის მოსახსნელად, ქართველ პოლიტიკოსებში არაცალსახა რეაქცია გამოიწვია - დიალოგისთვის ყველა მზად არ აღმოჩნდა.
საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იმატებს. როგორც ხელისუფლება, ისე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაპირისპირების შეწყვეტის მნიშვნელობაზე ერთხმად საუბრობენ, მაგრამ ამასთანავე ურთიერთბრალდებების სერია არ მთავრდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს, ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის მუშაობას და სისტემატიურად მართავს საპროტესტო აქციებს.
მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის სურვილი ამ დროისთვის მხოლოდ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და „აღმაშენებლის სტრატეგიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ გამოხატეს.
„მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა ნულზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა, მაგრამ ყველანაირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტები.
ამასთან „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დიალოგი ქვეყნისთვის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს.
„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ერთი სამშობლო გვაქვს, ვალდებული ვართ მისი წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იმედია ეს ცარიელი სიტყვები არაა და პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას", - დაწერა ხაზარაძემ თავის Facebook-გვერდზე.
არ არის წინააღმდეგი მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას ასევე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„მზად ვარ, მსგავს პროცესში ჩავერთო, როგორც ერთი მოქალაქე, ამისი საჭიროება თუ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, ვის ვინ უნდა შეურიგდეს; პატარა ბავშვები არ ვართ, გაბუტულები არ ვართ, აქ უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი; იმ ვალდებულებაზე, რომ შევთანხმდეთ, ერთმანეთის განადგურება არ გვინდა“, - ამტკიცებს პაატა მანჯგალაძე.
მაგრამ ყველა პოლიტიკოსი არ არის ასე ოპტიმისტურად განწყობილი. პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ არის გულწრფელი და მას რაიმე საფუძველი არ გააჩნია.
„შერიგება ვერ შედგება, თუ სამართლიანობის ელემენტარული ნაბიჯები არ გადაიდგა. როცა იცი, რომ გატყუებენ, არჩევნებს გიყალბებენ, ხვალ რომ დაჭირდეთ, სისხლის სამართლის საქმეს აღგიძრავენ. რომელ შერიგებაზე ვსაუბრობთ. არ მჯერა არც იმის, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი აქვს იმისა, რომ რასაც ლაპარაკობს, იმის განხორციელება მოახდინოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მთავარი მოთამაშეების პირობები
თუკი წვრილ პარტიებში ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია, ქართული პოლიტიკის მთავარმა მოთამაშეებმა - „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუყოვნებლივ წამოაყენეს მათი შერიგების პირობები.
„შერიგება და შეთანხმება ყოველთვის ეფუძნება სამართლიანობას, სამართლიანობის პრინციპებს და სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგაც გამოდის, სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არაერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საკუთარი პირობები აქვს „ნაცმოძრაობასაც“, რომლებსაც ის არა ოპონენტებს, არამედ პრეზიდენტს უყენებს.
„ვირწმუნებთ ზურაბიშვილის სიტყვებს, როდესაც დავინახავთ, რომ ის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწიოს ტემპერატურამ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს სურს კარგად გამოჩნდეს დასავლელი პარტნიორების თვალში და არა რეალური შედეგის მიღწევა.